„რეალი“ მარსელოს შემცვლელად კალაფიორის განიხილავს

მარსელო ვიეირას მადრიდული მომავალი დიდხანს აღარ გასტანს. ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით „ბლანკოსს“ 2021 წლის ზაფხულში დაემშვიდობება. ვიცე-კაპიტანის რეგრესი აშკარაა და ზიდანმაც სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მარსელოს უშუალო კონკურენტი, ფერლან მენდი აქცია.


იტალიური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა მარსელოს შემცვლელი „რომაში“ იპოვა.

La Gazzetta Dello Sport-ზე დაყრდნობით, Defensacentral იუწყება, რომ „ბლანკოსის“ ახალი სიმპატია რიკარდო კალაფიორი გახლავთ, რომელიც 18 წლის არის.

კალაფიორი „რომას“ აღზრდილია და ამ ეტაპზე რომაელთ 19 წლამდელთა გუნდში თამაშობს. რიკარდოსა და იტალიურ კლუბს შორის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მისი ფასი კი ამ ეტპაზე დაახლოებით 3 მილიონი ევროა.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 2002 წელს დაბადებული მარცხენა მცველის აგენტი მინო რაიოლა გახლავთ, რომელსაც სამეფო კლუბის პრეზიდენტთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებს. dle 10.1

  • Ramos
  • 7 დეკემბერი 2020
  • 1109
  • 1

1

7 დეკემბერი 2020 02:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Am "დაიცავით ცენზურა!"ebs regiloni ro daetovebinat tavis droze da marselo gaeshvat ar jobda? Ra shedegi achvena marselom zidanis meore mosvlis mere

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)