ზიდანი:„„რეალმა“ დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერა აქტივში“

ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ბედნიერი ვარ ბიჭების გამოსვლით. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოდა და გამარჯვება დამსახურებულია. პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესი შედეგების ჩვენება შეგვეძლო, მეორე ნახევარში კი შედარებით მოვიკოჭლებდით, ხოლო ლოპეტეგის გუნდი წონასწორობის აღდგენას ცდილობდა.“

„„სევილია“ არის საკმაოდ გამოცდილი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა.“

„რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ კარგი მუხტი მივიღეთ, თუმცა „გლადბახთან“ შეხვედრაში ყველაფერი ნულიდან იწყება. ზოგიერთ მოთამაშეს დასვენების საშუალება მივეცი და ცვლილებებიც არ იყო. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურისთვის.“

„როდესაც 3 დღეში ერთხელ გიწევს თამაშის ჩატარება, ჩავარდნებიც ხდება ხოლმე. სიტუაცია არაერთხელ დაგვისტაბილურებია და ახლაც ასე ვაპირებ. ამ სეზონში ძლიერ გუნდებთან „რეალი“ საკმაოდ სოლიდურ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ 2-ჯერ მოვუგეთ „ინტერს“, ასევე „ბარსელონას“, „სევილიას“ და სხვებს. ფაქტია, რომ გაუმჯობესება შეგვიძლია.“

„დღეს ჩვენ მხოლოდ პოზიტიურად ფიქრი გვმართებს. დიახ, რამდენიმე დღის წინ დიდი კრიტიკა დაგვატყდა თავს, მაგრამ ახლა გავიმარჯვეთ და ყველა გაჩუმებულია. უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდ გარემოში ვიმუშავოთ და საბოლოო ჯამში წარმატებას მივაღწიოთ.“

„თამაშს პირველიდან ბოლო წუთამდე ვაკონტროლებდით. მართალია შედეგიანი ასპარეზობა არ დაგვიფიქსირებია, მაგრამ ამ ეტაპზე 0-1 სავსებით საკმარისი შედეგი იყო, ჩვენ აქტივში 3 ქული ჩავიწერეთ და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გავიუმჯობესეთ.“

„თუ „რეალის“ რომელიმე ფეხბურთელს ჩემი მადრიდიდან წასვლა სურს, მე მათ აზრს პატივს ვცემ, თუმცა არ ვიზიარებ.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 დეკემბერი 2020
  • 9434
  • 3

1

5 დეკემბერი 2020 22:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დებილ გუნდებთან წააგო მარა ინტერი ორჯერ დააჩწოა ბარსა და სევილიას მიარჭო, ზიზუ ჯიგარი ხარ, რამოსი და კარვახალი ბრუნდება გლადბახს ავაფეთქებთ

2

5 დეკემბერი 2020 22:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1821
როდესაც 3 დღეში ერთხელ გიწევს თამაშის ჩატარება, ჩავარდნებიც ხდება ხოლმე
ამას მართლა იქ ხომ არ აქვს და ვერ პოულობს.თითქოს სხვა გუნდები 7 დღეში ერთხელ თამაშობენ და მარტო რეალი 3 დღეში ერთხელ.გაშვებული გოლის მერე ავტობუსი გახდა გუნდი.იაზიდ ზიდანს თი მიაწერეთ ეს მოგება მაშინ საღოლ თქვენ.
-----------------------
Decimotercero

3

5 დეკემბერი 2020 23:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Sani_Real
როდესაც 3 დღეში ერთხელ გიწევს თამაშის ჩატარება, ჩავარდნებიც ხდება ხოლმე
ამას მართლა იქ ხომ არ აქვს და ვერ პოულობს.თითქოს სხვა გუნდები 7 დღეში ერთხელ თამაშობენ და მარტო რეალი 3 დღეში ერთხელ.გაშვებული გოლის მერე ავტობუსი გახდა გუნდი.იაზიდ ზიდანს თი მიაწერეთ ეს მოგება მაშინ საღოლ თქვენ.

ნაჩომ კიდე ის თქვა რეკამ მაღალი დინის ფეხბურთი ითამაშაო.....ამათი მაღალი დონე თუ ესაა მაშინ კარგადაა ჩვენი საქმე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)