საქმე სერიოზულადაა - „რეალმა“ სერხიო რამოსის შემცვლელი დაასახელა!

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულად არის და „რეალმა“ სერხიო რამოსის რეალურ შემცვლელს მიაგნო...


გავრცელებული ინფორმაციით, საქმე „ვილიარეალის“ დაცვის ლიდერს, პაუ ტორესს ეხება, რომელიც მიმდინარე სეზონში „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ რიგებში შეუცვლელად თამაშობს და საკმაოდ ეფექტურიც გახლავთ.

1997 წელს დაბადებული ფეხბურთელი „ვილიარეალს“ 2018 წელს შეუერთდა, მოქმედი კონტრაქტი მის „ყვითლებში“ დარჩენას 2024 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებს, თუმცა შეთანხმება შესაძლებელია.

პაუ ტორესის ამჟამინდელი ფასი დაახლოებით 40 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა მოედანზე 1 080 წუთი დაჰყო და 1 გოლის გატანა შეძლო.

პაუ 2021 წლის 16 იანვარს 24 წლის გახდება. ფლორენტინო პერესი თვლის, რომ მასში ყველაფერია იმისათვის, რომ „ბლანკოსის“ დაცვის ლიდერის ფუნქცია მოირგოს.

რას ფიქრობთ? გაამართლებს ეს ტრანსფერი??
dle 10.1

  • Hala
  • 1 დეკემბერი 2020
  • 6571
  • 7

1

1 დეკემბერი 2020 13:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2050
ვილიარეალის დაცვა პაუ ტორესზე დგას და პერსპექტივა ნამდვილად აქვს.

ზოგადად რამოსის სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა ეგრე მარტივი არ არის რა. რაღაც პონტში უნდა გაგვიმართლოს

2

1 დეკემბერი 2020 13:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
პაულო კი კაი მცველია, მაგრამ მეორე საკითხი ისაა, როგორი იქნება რეალში, მაგრამ წესით უნდა გაქაჩოს... საფიქრალი ისაა ეს რამოსი საკითხი როგორ ვერ გადაწყდა აქამდე... მე ჭორი მგონია

3

1 დეკემბერი 2020 15:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბიჭო რა პაუ ტორესი რეებს იძახით? პაუ არ ლანგლე კიდე,რამოსის შემცვლელი დელიხტის ნაირი ცხოველი უნდა იყოს ან კულიბალის ან უპამეკანოს მსგავსი,პეპეს და რამოსის შემდეგ პაუტორესზე უნდა დადგეს რეალის დაცვა? უპამეკანო დელიხტი კულიბალიდან მოსაყვანია ერთ ერთი,სხვა არ უნდა განიხილებოდეს უბრალოდ,პაუ ტორესს მილიტაო მირჩევნია,შეილება კარგი მცველია მაგრამ რეალში ვერ გაქაჩავს,ვარანს გვერდით ლიდერი უნდა ყავდეს რო კედელივით დადგეს როგორც ჩვევია ხოლმე,დელიხტი ძაან დონეა,თავურ ორთაბრძოლებზე ცხოველია იმენა,წინ წასვლა უყვარს,კუთხურებზე გოლებს იტანს ძაან მაგრად,მოკლედ რამოსის ასლია და თუ დააკვირდებით ხასიათიც აქვს როგორიც მადრიდელს უნდა ქონდეს,რამოსის შემდეგ უბრალო მცველის დაყენება იქნება დამღუპველი რეალისთვის,მაჩეტე და მილიტაოს მაგალითზეც კარგად ჩანს ეს ყველაფერი,ამიტო ლიდერი გვჭირდება დაცვაში,ვარანი დელიხტი მენდი და კარვახალი იქნება საუკუნის დაცვა,კულიბალი უპამეკანოც არანაკლებები არიან დელიხტზე,ჩემი აზრით სწორედ მაგ სამში ყველაზე ადვილად რომლის დათანხმებაც გამოვა ის უნდა დავითრიოთ

4

1 დეკემბერი 2020 15:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
kargi mcvelia----ramosis shecvla?arvici----ramosi rom gadmovida realshi seviliidan,mashinve iko lideri----arvici magxela cnexs tu gaudzlebs----ise,kargi bichia-saimedoa

5

1 დეკემბერი 2020 16:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: durantula
ბიჭო რა პაუ ტორესი რეებს იძახით? პაუ არ ლანგლე კიდე,რამოსის შემცვლელი დელიხტის ნაირი ცხოველი უნდა იყოს ან კულიბალის ან უპამეკანოს მსგავსი,პეპეს და რამოსის შემდეგ პაუტორესზე უნდა დადგეს რეალის დაცვა? უპამეკანო დელიხტი კულიბალიდან მოსაყვანია ერთ ერთი,სხვა არ უნდა განიხილებოდეს უბრალოდ,პაუ ტორესს მილიტაო მირჩევნია,შეილება კარგი მცველია მაგრამ რეალში ვერ გაქაჩავს,ვარანს გვერდით ლიდერი უნდა ყავდეს რო კედელივით დადგეს როგორც ჩვევია ხოლმე,დელიხტი ძაან დონეა,თავურ ორთაბრძოლებზე ცხოველია იმენა,წინ წასვლა უყვარს,კუთხურებზე გოლებს იტანს ძაან მაგრად,მოკლედ რამოსის ასლია და თუ დააკვირდებით ხასიათიც აქვს როგორიც მადრიდელს უნდა ქონდეს,რამოსის შემდეგ უბრალო მცველის დაყენება იქნება დამღუპველი რეალისთვის,მაჩეტე და მილიტაოს მაგალითზეც კარგად ჩანს ეს ყველაფერი,ამიტო ლიდერი გვჭირდება დაცვაში,ვარანი დელიხტი მენდი და კარვახალი იქნება საუკუნის დაცვა,კულიბალი უპამეკანოც არანაკლებები არიან დელიხტზე,ჩემი აზრით სწორედ მაგ სამში ყველაზე ადვილად რომლის დათანხმებაც გამოვა ის უნდა დავითრიოთ

სრულიად გეთანხმები. მე უპამეკანო ან დე ლიხტი მინდა, კულიბალთან შედარებიტ უფრო პატარა საკში არიან და უფრო დიდხანს გაქაჩავენ

6

1 დეკემბერი 2020 19:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მე პირადად დე ლიხტი უფრო მინდა

7

1 დეკემბერი 2020 21:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1805
დაიოტ უპამეკანო ტიპი ცხოველია თან პატარაა
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (84)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)