პრედრაგ მიატოვიჩი:მე სიზმარი ვნახე

ეს რეალისთვის მეშვიდე ჩემპიონთა თასი იყო...


500 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა ჩემპიონთა ლიგის ფინალს ამსტერდამში. მადრიდის რეალი ეთამაშებოდა ტურინის იუვენტუსს, რომელიც იმ დროისთვის უდაო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. ის ფინალი მათთვის ზედიზედ მესამე იყო.

ლამაზი თამაში იყო. ისეთი როგორიც შეეფერებოდა ფინალს, იყო ტაქტიკური სვლები და რაც მთავარია თამაშმა ერთ ტემპში ჩაიარა. მატჩის დაწყებისთანავე, გუნდებმა დაიწყეს ბრძოლა ინიციატივის ხელში ჩასაგდებად. ზიდანის სახიფათო დარტყმას, მადრიდელებმა იეროს სახიფათო გასროლით უპასუხეს.მატშჩი მონაწილეობას იღებდნენ შესანიშნავი მანულო სანჩესი, ახალგაზრდა რაული, თავისი გენიალური თამაშით ყველას აკვირვებდა ალექს დელ პიერო.

და აი მოვიდა დრო, პრედრაგ მიატოვიჩის "ჯადოქრობის". ფენომენალური ფერნანდო რედონდო("პრინცი") და მისი მეწყვილე კარემბე აკონტროლებდნენ მთლიანად ცენტრს და არ აძლევდენ იუვენტუსის ფეხბურთელებს მოსვენების საშუალებას. რეალი დომინირებდა მაგრამ აკლდა მთავარი, გოლის გატანა. სწორედ ეს იყო იუვენტუსის სიძლიერე, რაც არ უნდა კარგად თამაშობდე შენ და რაც არ უნდა ცუდად იუვე, მაინც ძალიან ძნელი ამოცანაა მათთვის გოლის გატანა, მითუმეტეს თუ კარში პერუცი დგას, ეს ამოცანა შეუძლებელი ხდება. მისთვის გოლის გატანა შესაძლებელი იყო მხოლოდ მოტყუებით.

სწორედ მოტყუებით გაუტანა მიატოვიჩმა. კარლოსის ძლიერი პასის შემდეგ მან მშვიდად მიიღო ბურთი და თავის სტილში მოატყუა პერუცი. მიატოვიჩი ვერ ახერხებდა ამ ფინალის დავიწყებას. ეს რეალისთვის მეშვიდე ჩემპიონთა თასი იყო.

მატჩის შემდეგ: პრედრაგ მიატოვიჩი:მე სიზმარი დამესიზმრა

"ფინალის წინ თავში მხოლოდ თამაში მიტრიალებდა, ვერაფრით ვერ ვიძინებდი. იმ ღამეს გამომეღვიძა. რომ ვეღარ დავიძინე ავდექი და გავედი შუკერის ოთახში, მივედი და გავაღვიძე. "შუკერ შენ შეიძლება გიჟი გეგონო, მაგრამ სიზმარი ვნახე. ხვალ ჩვენ მოვიგებთ ლიგის ფინალს და გამარჯვების გოლს მე გავიტან. შუკერს 1 თვის წინ ქონდა ჩემთვის ნათქვამი, რომ ფინალში იუვეს შევხვდებოდით. "ხვალ შენ მოგიწევს გახდე გმირი ამიტომ დასვენება გჭირდება"-მითხრა შუკერმა. გამოვედი და წავედი ჩემს ოთახში. დაახლოვებით 2 საათის შემდეგ ჩემთან შემოვიდა ფერნანდო სანსი და მითხრა: მისმინე პედია, მე ვგრძნობ, რომ ეს შენი ფინალია. ჩვენ ყველანი შენზე ვართ დამოკიდებულები. მეორე დღეს, როცა მე გავიტანე ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი მინდოდა სწორედ მისთვის მიმეძღვნა. მე ვფიქრობ მან ამ მატჩის შესახებ დიდი ხნის წინ იცოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის არაფერი მითხრა." dle 10.1

  • Gio
  • 10 აგვისტო 2009
  • 3468
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)