„რეალი“ ზაფხულში 8 ფეხბურთელს გაუშვებს

მადრიდის „რეალიდან“ ფეხბურთელების გაშვების პროცესი 2021 წლის ზაფხულშიც გაგრძელდება, ვინაიდან პრეზიდენტი პერესი თვლის, რომ ამის დრო ნამდვილად მოსულია...


გუნდიდან 8 ფეხბურთელის წასვლა იგეგმება. ეს ეხება როგორც იჯარით წასულებს, რომელთა კონტრაქტი სრულად იქნება გასხვისებული, ასევე გუნდში ამ ეტაპზე მყოფებსაც.

პირველ რიგში აღსანიშნავია ლუკას ვასკესი, რომლის გუნდიდან გაშვება ფაქტობრივად გადაწყვეტილია, სამეფო კლუბს ასევე დაემშვიდობება ისკო ალარკონი და ამის თქმაც გადაჭრით არის შესაძლებელი.

ფლორენტინო პერესი აქტიურად მუშაობს გარეთ ბეილის გაყიდვის საკითხე და მადრიდი აქედანვე ცდილობს, რომ მის მსურველებთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულოს.

აღარ გაგრძელდება ხესუ ვალიეხოს იჯარაც და მისი საკონტრაქტო უფლებები მთლიანად გაიყიდება, იგივე შეეხება ბორხა მაიორალსაც, რომელიც 99%-იანი ალბათობით „რომაში“ დარჩება, ვინადაინ ამჟამინდელ შეთანხმებაშიც დევს აღნიშნული პუნქტი.

ძალიან ბუნდოვანია ნაჩო ფერნანდესის მომავალიც, რომელმაც რამდენიმე მატჩი საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ზიდანი გათვლას ედერ მილიტაოზე აკეთებს, ნაჩეტეს კი მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და „მერენგები“ მის სანაცვლოდ 10-15 მილიონი ევროს მიღებას შეძლებენ.

არ წყდება ჭორები ლუკა მოდრიჩისა და მარსელოს წასვლის შესახებ. ხორვატს კონტრაქტი ეწურება და განახლებაზე სიახლე არ არის, ხოლო ვიცე-კაპიტანი თავად ფიქრობს წასვლაზე. ასევე ბუნდოვანია ლუკა იოვიჩისა და მარიანო დიასის მადრიდული მომავალიც.
dle 10.1

  • Hala
  • 27 ნოემბერი 2020
  • 4274
  • 1

1

27 ნოემბერი 2020 18:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
მე ვისურვებდი რეალში: ჰალანდს, მბაპეს, კამავინგას, კულიბალი, ან უპამეკანო. (საჭიროების შემთხვევაში დავაბრუნებდი ბრაჰიმს) და მცველის პრობლება თუ დადგებოდა ფლანგებზე (რეგილონზე და ჰაკიმზე დავფიქრდებოდი) მაგარი მიქარეს რო გაუშვეს და რამდენი გასაყიდი ფეხბურთელი დატოვეს: დიას სავარაუდოდ გაუშვებენ, იმიტომ რომ იოვიჩზე 4 წლი-ნახევრით დიდია, მარსელოს ყველაფრისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ეგეც უნდა გაუშვან ნელ-ნელა, მოდრიჩი 1 წელში უნდა გაუშვან, ასენსიოს ტრანსფერს ჩავრთავდი, თუ უნდათ ჰალანდი-მბაპეს მოსვლა, შემდგომში ბევრი შემტევი რჩება გუნდში(ბევრი ახალგაზრდები გვყავს+იჯარა), ისკოც მეცოდება და გასაშვებია და მივესალმები(ერიქსენში გაცვლას), ლუკას ვასკესს და ნაჩოს არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდი, შავი დღისთვის გადადებულ 100 ლარიანს მაგონებენ დაგჭირდა უცბად - გამოიყენებ (დიდ პატივისცემას იმსახურებენ ესეთი ფეხბურთელები, რომლებსაც პრეტენზია არ აქვთ და ყველგან ითამაშებენ, თუ საჭიროება მოითხოვს), კი არიან ასეთი ფეხბურთელები კიდევ რეალში, მაგრამ თემა არ მინდა გამიგრძელდეს. მაიორალი,სებალიოსი,ვალიეხო,ბეილი - გაყიდონ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)