ზიდანი:„„ინტერთან“ უნდა მოვიგოთ, მარიანოს გამო კი ბედნიერი ვარ“

ზინედინ ზიდანმა „ინტერთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი დეტალები მიმოიხილა...


„გუნდი თავს კარგად გრძნობს და ხვალინდელ მატჩზე გადააქვს ყურადღება. სულ მალე ჩვენ ფინალურ ვარჯიშს გავმართავთ და გარკვეულ სტრატეგიებს შევიმუშავებთ, რომელსაც სტადიონზე განვახორციელებთ.“

„ბედნიერი ვარ, რომ მარიანომ შანსი გამოიყენა და გოლის გატანა მოახერხა, ის ბოლომდე იხარჯებოდა და ასე უნდა გააგრძელოს.“

„ჩვენ გვსურს 3 ქულის მოპოვება და ამისთვის 11 ფეხბურთელი უნდა იყოს მონდომებული. დიახ, რამოსი არ იქნება, მაგრამ სერხიოს გარეშეც უნდა შევძლოთ ფონს გასვლა და დაცვაში იდეალურად თამაში.“

„დიახ, 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „სან სიროზე“ თასი აღვმართეთ, მაშინ ბედნიერები ვიყავით, ახლა კი ნამდვილად არაფერი შეცვლილა. ზუსტად იგივე სიამოვნებით ვავარჯისებ სამეფო კლუბის ფეხბურთელებს.“

„ჩვენს გუნდს აქვს რთული მომენტები და ასევე სტაბილური ეპოქაც. ამ სეზონში ბევრი პრობლემა დავძლიეთ, ახლა შემადგენლობის პრობლემა გვაქვს, მაგრამ ლაზარეთი მალე დაცარიელდება და შევძლებთ სრულყოფილი შემადგენლობის გამოყენებას.“

„ისკო ჩვენთან არის, მის წასვლასთან დაკავშირებით ახლა არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ.“

„თუ „რეალი“ რამოსს და მოდრიჩს კონტრაქტებს არ გაუფორმებს, დიდ ლიდერებს დაკარგავს. ვფიქრობ, ეს არალოგიკურია“

„მაქსიმუმი უნდა გავიღოთ იმისათვის, რომ დაცვაში ზუსტად ვითამაშოთ, ეს ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამის პარარელურად, გოლების გატანის ასპექტშიც მოვიკოჭლებთ და მომატება გვმართებს. ვეცდებით, კონტეს გუნდთან მაქსიმუმი გავიღოთ და საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ.“

„როდესაც არის რთული კალენდარი და გვიწევს 3 დღეში ერთხელ თამაში, იმატებს პრობლემებიც და ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობაც. ამაში ყველა დამეთანხმება. ვერ ვიტყვი, რომ ნორმალური კალენდარის პირობებში უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა, მაგრამ ფეხბურთელებს აუცილებლად სჭირდებათ დასვენება. პრე-სეზონი ფაქტობრივად არ გვქონია, რაც თავისთავად ძალიან ცუდია.“

„მისაღები იქნება თუ არა ფრე? მადრიდის „რეალის“ მიზანი ყოველთვის მოგებაა, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯებით 3 ქულის მოსაპოვებლად.“

„როდესაც მე და ანტონიო თანაგუნდელები ვიყავით, ის ჩემი გუნდის კაპიტანი იყო. კონტეს ყოველთვის ჰქონდა ლიდერის თვისებები და ახლაც ასეა. იტალიელი სპეციალისტი სამწვრთნელო საქმიანობაშიც გვიჩვენებს ქარიზმას, რომელიც ფეხბურთელობის დროსაც ჰქონდა.“

„სარისკო დაპირისპირებას ვერ ვუწოდებ, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი პაექრობა, რომელშიც ორივე გუნდს მოგება სჭირდება. ძალიან საინტერესო ბრძოლას ველი.“

„ისკოსა და ერიკსენის გაცვლაზე საუბარს არ დავიწყებ, ამ შეკითხვეაზე ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 ნოემბერი 2020
  • 4199
  • 4

1

24 ნოემბერი 2020 22:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
უეჭველი გვჭირდება 3 ქულა

2

24 ნოემბერი 2020 23:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5260
ციტატა: NikolOz shengelia
უეჭველი გვჭირდება 3 ქულა

უნდა ავიღოთ კიდეც ხვალ ინტერს თუ მოვუგოთ შეიძლება ჩსვტოვოთ კიდეც ჯგუფში

3

24 ნოემბერი 2020 23:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1340
ხვალ მოსაგებია

4

25 ნოემბერი 2020 00:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გლადბახმა თუ მოიგო და ჩვენც ინტერი ჩარჩა და ეგაა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)