კონტე:,,მადრიდელებთან მოგება ჩვენი უმთავრესი მიზანია"

ანტონიო კონტემ „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო კითხვებს უპასუხა...


„დიახ, ჩვენი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ყველაზე გამოცდილი გუნდია, მაგრამ ვიცით, რომ თუ ბოლომდე დავიხარჯებით და გეგმავს შევასრულებთ 3 ქულას ჩავიწერთ აქტივში. „ინტერი“ ისე ითამაშებს, როგორც ფინალში ითამაშებდა, დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს.“

„ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ თამაშის ხარისხის კიდევ უფრო გაუჯმჯობესება გვმართებს, ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ არცერთი დეტალი არ გამოგვეპაროს.“

„მადრიდს უდიდესი გუნდი ჰყავს, ის რაც პრესაში იწერება „რეალის“ პრობლემების შესხებ უბრალოდ სასაცილოა, ჩვენ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ.“

„ალექსის სანჩესს ნახევარმცველის პოზიციაც შეუძლია თამაში, მაგრამ ეს „ბლანკოსის“ დონის გუნდთან ვერ მოხდება, ამას სურათი გვიჩვენებს. როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც შენ გსურს, მაშინ იწყებ ცვლილებებზე ფიქრს.“

„ვიცით, რომ სტაბილურო გვჭირდება, თუნდაც „ტორინოსთან“ დაპირისპირებაში ყურადღების გაფანტვა აღინიშნებოდა, სწორედ ამიტომ გავუშვით 2 გოლი.“

„წინა თამაშებში ჩვენ ვაჩვენებთ, რომ გაცილებით მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე 2 ქულაა. „ინტერი“ გონს მოეგო და ბრძოლას განაგრძობს, წინ 3 ფინალი გველის, სადაც 9 ქულის მოპოვებას ვგეგმავთ.“

„თუ კონცენტრაციას დავკარგავთ, ჩვენი შანსი ნულის ტოლი იქნება, თუ 90 წუთის მანძილზე ყველა ბურთისთვის ვიბრძოლებთ, ჩვენ გამარჯვებას ვიზეიმებთ. ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ მოედანზე ნამდვილი ომი გაჩაღდება.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 24 ნოემბერი 2020
  • 808
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)