სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი „რეალში“?

იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდეს. აღნიშნულ ფეხბურთელზე ფლორენტინო პერესი პრეტენზიას 2 წლის წინაც აცხადებდა, მაგრამ მოთხოვნილი 100 მილიონი ევროს გამო შეთანხმება ვერ შედგა.

მილინკოვიჩი ზიდანსაც ძალიან მოსწონს და თვლის, რომ ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა.

სავიჩი წარმოშობით სერბია, მაგრამ ესპანეთში დაიბადა და ესპანეთის მოქალაქეობასაც ფლობს.

ამ ეტაპზე მილინკოვიჩის ფასი დაახლოებით 65 მილიონი ევროა. მოთამაშეს „ლაციოსთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომელსაც ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ თუ „რეალი“ აღნიშნულ თანხას გადაიხდის, ტრანსფერი სავსებით რეალური იქნება

მადრიდში „ლაციოს“ ფეხბურთელს ლუკა მოდრიჩის პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ. dle 10.1

  • Bernabeu
  • 23 ნოემბერი 2020
  • 1056
  • 8

1

23 ნოემბერი 2020 12:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9015
გადამრევენ ესენიი ერთი ნორმალური ვინმე ვერავის წაართვეს და მარტო ამ შლანგებს დასდევენ წავიდა პერესის დრო

2

23 ნოემბერი 2020 13:06

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32698
  • |
  • კომენტარები: 270
მილინკოვიჩი ცუდი ვარიანტი რატომ არის? ასაკი კარგი აქვს, საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია...
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

3

23 ნოემბერი 2020 13:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9015
ციტატა: Hala
მილინკოვიჩი ცუდი ვარიანტი რატომ არის? ასაკი კარგი აქვს, საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია

კი ლაციოსთვის სევილიასთვის არსენალისთვის მაგრამ რეალისთვის არა

4

23 ნოემბერი 2020 13:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კლოპზე რა ვთქვა არ ვიცი.ყველა სანჩოზე და ჰალანდზე იხევა ამან კიდე ჟოტა იყიდა და მონსტრად აქცევს.უბრალოდ ბრავო.ზიზუს შემდეგ კლოპი ან რაული მინდა რეალში,მაგრამ ალბათ რაულს დანიშნავს პერესი

5

23 ნოემბერი 2020 13:45

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32698
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: guti14
კლოპზე რა ვთქვა არ ვიცი.ყველა სანჩოზე და ჰალანდზე იხევა ამან კიდე ჟოტა იყიდა და მონსტრად აქცევს.უბრალოდ ბრავო.ზიზუს შემდეგ კლოპი ან რაული მინდა რეალში,მაგრამ ალბათ რაულს დანიშნავს პერესი

ეგ იმის დამსახურებაა, რომ ლივერპულში მისვლიდან 3 წელი ვერაფერი მოიგო, მაგრამ ნდობა ქონდა და გუნდი თავის ყაიდაზე გადააწყო. თავიდან ბოლომდე შექმნა ახალი სტილი და ტაქტიკა. დღეს ლივერპულის ტაქტნიკას ნებისმიერი ფეხბურთელი მოერგება, მასე იყო გუარდიოლას ბარსელოაც, სადაც სანჩესები და პედროები მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩანდნენ და რომ წავიდნენ იქედან ვნახეთ რისი მაქნისებიც იყვნენ. საქმე ისაა, რომ იურგენის მიმართ არ იყო ის მოთხოვნები, რაც ზიზუს მიმართ არის. კაცმა 3 ლიგა მოიგო და ზოგიერთი ეხლა აგინებს, როცა ვინისიუსებსზე და ვიღაცებზე დგას. რეალი თავიდანაა ასაშენებელი, ვინაიდან არც სალაჰის, არც მანეს და არც კიდევ სხვა მოთამაშეების დონის შემტევი არ ყავს
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

6

23 ნოემბერი 2020 14:16

ლივერპული იყო ასაწყობი გუნდი თავიდან ბოლომდე, არც გამარჯვების მენტალიტეტი ჰქონდა და არც კრიზისიდან გამოსავალი გეგმა იმიტომ დაჭირდა 3 წელი ნუ ადარებთ რეალის სიტუაციას ჯერ აქ რა ფეხბურთელები გვყავდა და იქ ვინები იყვნენ, ნუ ცდილობთ კლოპის დაკნინებას. ძაან ბევრი ძლიერი საფეხბურთო ექსპერტი მიიჩნევს დღეს 1 მწვრთნელად. ზიდანს პატივს ვცემ მაგრამ კლოპამდე მაინც ბევრი აკლია კაცი ჩვეულებრივ ფეხბურთელებს ვარკვლავებათ აქცევს. მიეცით ვინი და როდრიგო და ნახავთ მერე 2წელში რა იგროკები იქნებიან, აქ კიდე კაცს დარტყმა ვერ ასწავლეს რა უბედურებაა.

7

23 ნოემბერი 2020 14:23

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32698
  • |
  • კომენტარები: 270
რეალი არ არის თავიდან ასაწყობი? გუნდში გვყავს აბსოლუტურად უმოტივაციო მარსელო, მოდრიჩი, კროოსი და სხვები, რომლებმაც 10-ჯერ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა უკვე და ვერანაირად ვერ ექნებათ ის შმეართება რაც ადრე ქონდათ. რონალდუ აღარ გვყავს, ბეილიც უმოტივაციობამ წალეკა. ვინი და როდრიგო პატარა ბიჭები არიან და გუნდში კიდეც ბევრი პრობემაა.

დღეს თუ არა ხვალ, ბენზემას შემცვლელი გვჭირდება, რამოსიც ასაკშია. დაახლოებით 3-4 წელიწადში სულ სხვა გუნდი უნდა იყოს რეალი და ამას საფუძველი დღესვე უნდა ჩაეყაროს. რატომ გვჭირდება მბაპე? იმიტომ რომ ის უკვე შემდგარი ახალგაზრდაა, ვიზეც გუნდი უნდა აეწყოს. ასევე მივესალმები ჰოლანდის ტრანსფერს, მაგრამ მაშინ ზიზუმ წინ რაღაცები უნდა შეცვალოს, თორე ჰოლანდიც ისე დაიკაგება, როგორც იოვიჩი.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

8

23 ნოემბერი 2020 14:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გეთანხმები რო შესაცვლელია გუნდი და ისიც უნდა გავაანალიზოთ რომ ამ დროს შესაძლოა ტიტულები ვერ მოვიგოთ, მაგრამ ეს რონის წასვლისთანავე უნდა დაწყებულიყო, დავკარგეზთ 2 წელი ფაქტიურად თან სიმართლე გითხრათ ასე ამხელა ცვლილებებს რომ სწორად გაართვას თავი ზიდანმა ცოტა ეჭვი მეპარება ამას უკვე ჩამოყალიბებული გუნდი უნდა სელექციაც არ უვარგა, იმედია ვცდები და ასე არ იქნება. ამიტომაა ასეთ დროს კლოპი მაგარი 0 იდან შეუძლია ტოპ გუნდის შექმნა.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)