რაულმა წიგნის პრეზენტაცია გამართა

გუშინ, „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ სამეფო კლუბის კაპიტნის, რაულ გონსალესის, წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.


„გამარჯვების ფასი“ ასე ეწოდება წიგნს, სადაც „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელის ბიოგრაფიაა ასახული.აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას ფლორენტინო პერესი, ალფრედო დი სტეფანო და ჟოზე მოურინიო ესწრებოდნენ.

„ბლანკოსის“ პირველმა პირმა ღონისძიების მიწურულს საქებარი სიტყვები არ დაიშურა „ელ კაპიტანოს“ მისამართით: „რაული ღირსეული კაპიტანია ჩვენი კლუბისა.ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის თავდაუზგოავად იბრძვის და არასოდეს ყრის ფარ-ხმალს.“7“-მა ნომერმა ყველაფერი გაიღო მადრიდისთვის.სწორედ რაულისნაირი მოთამაშეები ქმნიან ფეხბურთს.“

თავის მხრივ, უკომენტაროდ არც გონსალესს დაუტოვებია პრეზენტაცია: „უწინარეს ყოვლისა, ყველას დიდ მადლობას მოვახსენებ მობრძანებისათვის.ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ დონ ალფრედო ამ საღამოზე იმყოფება.დი სტეფანო ნამდვილია მაგალითია ყველასათვის.ყოველთვის ვცდილობდი მისთვის მიმებაძა.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)