ვადიმ ვასილიევი:„მბაპე „პსჟ“-დან მიდის“

ვადიმ ვასილიევი გახლდათ ადამიანი, რომელიც „მონაკოსა“ და „რეალის“ მოლაპარაკებების დროს მთავარ როლს ასრულებდა ტრანსფერის გაჩარხვაში, მაგრამ საბოლოო ჯამში თავად ფეხბურთელისა და მისი ოჯახის თხოვნის საფძუველზე, ვასილიევმა „ბლანკოსთან“ მოლაპარაკებები შეწყვიტა და ახალგაზრდა ფეხბურთელს „პსჟ“-ში გადასვლის საშუალება მისცა. ვასილიევო ახლა ახალ რეალობაზე საუბრობს...


„დიახ, მე მქონდა მოლაპარაკებები მადრიდის „რეალთან“. ინტერესი მართლაც დიდი იყო და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს ვიყავით. დიახ ეს კონტრაქტი თავად მბაპემ და მისმა ოჯახმა ჩაშალა, ვინაიდან ამ ხალხმა მიიჩნია, რომ „მერენგების“ რიგებში ტრანსფერი ნაადრევი იყო.“

„მე პატივს ვცემდი კილიანის გადაწყვეტილებას და „პსჟ“-სთან მოლაპარაკებები დავიწყე. პარიზელები ფეხბურთელის დამატებით ინტერესდებოდნენ.“

„დიახ, გავიდა დრო და მბაპემ კიდევ უფრო დიდი გამოცდილება მიიღო და ახლა მზად არის, ახალ გამოწვევას უპასუხოს. ვხედავ, რომ კილიანი „პსჟ“-დან მიდის, მას სჭირდება ახალი კლუბი, ახალი თანაგუნდელები, მეტი პერსპექტივა და გასაქანი იმისათვის, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ჩაწეროს.“

„ყველამ პატივი უნდა სცეს კილიანის გადაწყვეტილებას, ვინაიდან ის ძალიან მასშტაბური მოთამაშეა. მე მჯერა, რომ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობას კილიანისთვის ძალიან ამბიციური პროექტის შეთავაზება შეუძლია, თუმცა თუ ფრანგს წასვლა სურს, მას ხელი არ უნდა შეეშალოს. რამდენიმე წლის წინ სწორედ იმიტომ მოვიქეცი ასე, რომ ფეხბურთელის და მისი ოჯახის ინტერესი დამეცვა. მე დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს მბაპესთან, ეს ახალგაზრდა დიდ პატივისცემას იმსახურებს.“
dle 10.1

  • Hala
  • 21 ნოემბერი 2020
  • 896
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)