ზიდანი:„რამოსის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი უნდა დასრულდეს“

„ვილიარეალთან“ დაპირისპირების წინ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.


„ჩვენ რამდენიმე მოთამაშე 100%-ით მზად არ გვყავს, ვინაიდან გუნდს შეუტია, როგორც კორონავირუსმა, ასევე ტრავმებმა.“

„ნაჩო და კარვახალი ნამდვილად მოხვდებიან განაცხადში, ამის თქმა დაზუსტებით შემიძლია. ორივე მოთამაშე სრულფასოვან დატვირთვას იღებს.“

„რამოსი ნაკრებში იქამდე ითამაშებს, სანამ ამას მოისურვებს და ამას წინ ვერავინ აღუდგება. მსურს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს მოლაპარაკებები და კაპიტანმა ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.“

„ჭორები, რომელიც ვარანთან დაკავშირებით ვრცელდება ბუნებრივია, რა თქმა უნდა მისი ყიდვა ყველა კლუბს სურს, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რაფა „ბლანკოსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ფიგურაა. მსოფლიო ჩემპიონის გარეშე მე პირადად ჩემი გუნდი ვერ წარმომიდგენია.““

„კალენდარი ნამდვილად ძალიან მჭიდრო და გიჟურია. უკვე ვმუშაობთ გრაფიკზე, რომელსაც ფეხბურთელებს შევუდგენთ, როტაციის გარეშე 3 დღეში ერთხელ, თანაც თვენახევრის მანძილზე თამაში წარმოუდგენლად რთულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რესურსის სრული ათვისება და ძალთა გადანაწილება შევძლოთ.“

„მილიტაოს დიდი პაუზა ჰქონდა, ის ფორმაში ეტაპობრივად ჩადგება და გუნდს დახმარებას გაუწევს.“ dle 10.1

  • Ramos
  • 20 ნოემბერი 2020
  • 4699
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)