ფლორენტინომ სერხიო რამოსს უთხრა, რომ „რეალიდან“ წასვლა შეუძლია!

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა სერხიო რამოსს წასვლის ვარიანტის განხილვა არ დაუშალა...


ხოსეპ პედრეროლისა და ესპანური სპორტული არხების ცნობით, პერესმა კაპიტანს პირადად დაურეკა და უთხრა, რომ თუ ის მნიშვნელოვან შეთავაზებას მიიღებს, რომელზეც უარის თქმა არ შეუძლია, „რეალი“ გაგებით მოეკიდება კაპიტანის გადაწყვეტილებას.

პერესის პოზიციას განაპირობებს ის გარემო ფაქტორები, რომელიც ეკონიმიკურ კრიზისს უკავშირდება. „მერენგებს“ რამოსისთვის ხელფასის შემცირება უწევთ, მსურველი კლუბები კი მას შემოსავალს 20%-30%-ით უზრდიან.

ჯერ-ჯერობით უცნობია რამოსის პოზიცია, თუმცა ის ფაქტია, რომ ესპანელის წასვლის შანსი სულ უფროდაუფრო იმატებს.

ამ ეტაპზე სერხიოზე პრეტენზიას „სიტი“, „პსჟ“ და „ლივერპული“ აცხადებენ. dle 10.1

  • Hala
  • 17 ნოემბერი 2020
  • 1707
  • 6

1

17 ნოემბერი 2020 16:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
მე რასაც ვუყურებ რამოსის წასვლა გარდაუვალია. ყველგან წერენ რომ მიდის რა. ესპანეთით დაწყებული, ინგლისით დამთავრებული. ალბათ მართლა პრემიერლიგაში წავა და ეგ იქნება. რა გაუხდათ ამის 2 წლიანი კონტრაქტი და ხელფასი ვერ გავიგე . 2 და 3 მილიონზე დგას რეალი? კარგი რააა

2

17 ნოემბერი 2020 16:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აქ უკვე რამოსის გადასაწყვეტია, ფულს არ უნდა გაყვეს. აქ პერესი არაფერ შუაში არაა, ერთი პერესს იმისათვის ვაგინებ რომ რამოსს ევაჭრება 1+1 კონტრაქტზე, როცა იმას 2 წლიანი უნდა პირდაპირ, რა გახდა ერთი წელი გუნდის სული და გულია კაცი

3

17 ნოემბერი 2020 16:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Batumski
მე რასაც ვუყურებ რამოსის წასვლა გარდაუვალია. ყველგან წერენ რომ მიდის რა. ესპანეთით დაწყებული, ინგლისით დამთავრებული. ალბათ მართლა პრემიერლიგაში წავა და ეგ იქნება. რა გაუხდათ ამის 2 წლიანი კონტრაქტი და ხელფასი ვერ გავიგე . 2 და 3 მილიონზე დგას რეალი? კარგი რააა

ეგრე იყო ბეილის წასვლაც და წელს ძლივს გავუშვით

4

17 ნოემბერი 2020 18:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
რეალს საიმისო არაფერი სჭირს რომ რამოსს 1 წლიან კონტრაქტზე ევაჭროს რიცა კაცი რეალის სული და გულია კლუბის ლეგებდა. თუ წავა კლუბის სირცხვილი იქნება, არამგონია ფულს გაყვეს და არც უნდა გაყვეს. რეალის ლეგენდა ფულის ფულისთვის არცერთ გუნდში არ უნდა წავიდეს.

5

17 ნოემბერი 2020 20:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რა უნდა თქვა სანაც რაული და კასილასი გაუშვეს იქაც რამოს გაუღებენ კარებს მარა არ მინდა მაინც მჯერა რაგაც რომ რამოს მაინც დატოვებენ თუ არა და კიდევ უფრო მკაფიო გახდება რაელის პოლიტიკა ფეხბურთელების მიმართ

6

17 ნოემბერი 2020 21:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არ მგონია ეს წავიდეს მაგრამ თუ მართლა წავიდა ეს პირადათ პერესის ბრალი იქნება, რა შუაშია ფულს გაყვესო რომ ამბობთ კაცი ითხოვს 2 წლიან კონტრაქტს ეს დაფასების და დამოკიდებულების საკითხია არაფერ შუაშია აქ ხელფასი, კაცი რამოსი რომ ხარ ამდენი გაქვს გაკეთებული და აკეთებ კიდე პლიუს მთელი გუნდია ეს კაცი და 1 წლიან კონტრაქტზე ევაჭრება ამხელა გუნდი კარგით რა თუ წავა გავამართლებ კიდეც. თან რა ფორმაშია ეს 3 წელი თავისუფლად გაქაჩავს უმაღლეს დონეზე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)