ზიდანი „რეალის“ ახალ ნახევარდაცვას კამავინგას ირგვლივ ააწყობს

ის, რომ ედუარდო კამავინგა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი უნდა გახდეს, ზინედინ ზიდანისთვის კითხვას არ ბადებს. ფრანგ სპეციალისტს სურს, რომ ახალი ნახევარდაცვა სწორედ კამავინგაზე ააწყოს...


ლუკა მოდრიჩი ყველას უყვარს, მათ შორის ზიზუს, მაგრამ ხორვატი ფეხბურთელის თვეები მადრიდში დათვლილია. ოქროს ბურთის მფლობელი ესპანეთის დედაქალაქში მაქსიმუმ 2022 წლამდე დარჩება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ არსებული კონტრაქტი 1 წლით გახანგრძლივდება.

ასაკი ემატება ტონი კროოსსაც, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში „ბლანკოსში“ მისი შეცვლა არ განიხილება.

ზიზუს მოდრიჩის შემცვლელად კამავინგას განიხილავს, ასევე მეტი შანსი მიეცემა მარტინ ოდეგორს, რომელიც ამ ეტაპზე „ოფსაიდშია“, მაგრამ დიდ პერსპექტივას ფლობს.

ზიდანი არ ივიწყებს ფედერიკო ვალვერდესაც, რომელმაც გუნდში ფეხი უკვე მოიკიდა და სულ მალე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდება.

ფრანგი სპეციალისტი აპირებს, რომ გუნდის კონტრ-შეტევითი პოტენციალიც მნიშვნელოვნად გაზარდოს. ამ ეტაპზე „რეალი“ ნახევარდაცვაში ბურთის ფლობასა და მაქსიმალურად კონტროლზე აკეთებს აქცენტს, რაც ხშირ შემთხვევაში შედეგის მომტანი არ არის.

ალბათ ყველასთვის რთული წარმოსადგენია, როგორი იქნება „მერენგების“ ნახევარდაცვა ჯერ მოდრიჩის, ხოლო შემდეგ ტონი კროოსის წასვლის შემდეგ, მაგრამ ზიდანი ამაზე მუშაობას სწორედ ახლა იწყებს.

სულ მალე ჩვენ ვიხილავთ კაზემირო-ვალვერდე-კამავინგას ტრიოს, რომელიც ხანდახან კაზემირო-ვალვერდე-კამავინგა-ოდეგორის კვარტეტად გადაიქცევა. ასევე დამუშავდება ტაქტიკა, სადაც კაზემიროს, კამავინგას (ან ვალვერდეს) და ოდეგორს სამეულში მოუწევთ თამაში.

მთავარი მწვრთნელი არ აპირებს, რომ მისმა ახალმა „რეალმა“ 4-3-3 სისტემას უღალატოს, თუმცა როგორც ადრე, ასევე მომავალში საჭირო დროს გამოყენებული იქნება 4-4-2 სქემაც. dle 10.1

  • Hala
  • 15 ნოემბერი 2020
  • 808
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)