რეალ "მაუ-დრიდ"

დღეს, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, გასული სეზონის ტრიუმფატორი და მსოფლიოს ერთ-ერთი გენიალური სპეციალისტი, ჟოზე მაურინიო დაინიშნა. პორტუგალიელმა თავკაცმა, სამეფო კლუბთან, 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაშასადამე მაურინიო "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2014 წლის ივნისამდე იმუშავებს.


მოკრძალებული პრეზენტაციის შემდეგ, მაუ ესპანელ ჟურნალისტებს გაესაუბრა და თავის მომავალ, აწ უკვე მადრიდულ კარიერაზე ისაუბრა...

"დღეს, კიდევ ერთი მძიმე გამოწვევა მივიღე, სიმართლე გითხრათ, სირთულეების გადალახვა ჩემი ჰობია. მე არ შევცვლილვარ, თქვენს წინაშე ისევ ის ჟოზე მაურინიოა, რომელმაც გასულ წელს სამი ტურნირის მოგება მოახერხა, მაშასადამე მე ისეთივე ადამიანად ვრჩები როგორიც ვიყავი... ამით იმის თქმა მინდა, რომ მადრიდში გათამამებული და გაზულუქებული ადამიანი არ ჩამოსულა, ეს ისევ ის ჟოზეა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით."

"ჩემი სამეფო კლუბში გადმობარგება, ამ მართლაც უდიდესი კლუბის, ბოლოდროინდელმა წარუმატებლობებმა განაპირობა. მადრიდის რეალი გამარჯვებისთვის შეიქმნა, მაგრამ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, კლუბმა ჩვეული იერსახე დაკარგა... ამით არავის დაკნინებას არ ვცდილობ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ უწინ დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ, ვფიქრობ გამარჯვების დრო მოვიდა!"

"მილანის ინტერში ძალიან ლამაზი წლები გავატარე... მე ამაყი ვარ, რომ ვიყავი პორტოს, ლონდონის ჩელსისა და მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი, ახლა კი მჯერა, რომ მომავალში ჩემი მადრიდული კარიერითაც ვიამაყებ."

"არ მეშინია იმის, რომ ოდესმე შეიძლება, მეც პელეგრინის გზას გამიყენონ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მწვრთნელი ყოველთვის მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის... თუ ადამიანი მშიშარაა და გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რომ მატჩის ბოლოს მას თანამდებობას დაატოვებინებენ, იგი ცხადია წარმატებას ვერასდროს მიაღწევს. მე არ ვამბობ, რომ შეცდომებს არასდროს ვუშვებ, თუმცა ბევრისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლებს..."

"ვფიქრობ, მომავალი ოთხი წელიწადი სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მადრიდის რეალში სიტუაცია დავარეგულირო, გუნდმა ჩვეული იერსახე დაიბრუნოს და ყველა ჩვენგანი კმაყოფილი იყოს... ვერ ვიტყვი, პელეგრინის წასვლა გამიხარდათქო, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მინდოდა, მანუს პოსტი მე დამეკავებინა (იცინის). იმედი მაქვს ჩემი "აწ მადრიდელი" ბიჭები, ჩემდამი ნდობას გაიღრმავებენ და ახლო მომავალში მწვერვალებს ერთად დავიბყრობთ."

"ძირეულ ცვლილებებზე და ადრეულ მიღწევებზე საუბარი ჯერ ნაადრევია... მე არ ვარ სასწაულმოქმედი, ჟოზე მაურინიო ისეთივე ადამიანია, როგორიც თითუეული თქვენგანი... ვერ დაგპირდებით, რომ 2-3 თვეში გუნდს ავაყვავებ, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, მადრიდის რეალი თავს აღარასდროს შეირცხვენს."

"მე მჭირდება, მშვიდი, საფეხბურთო გარემო, რომელსაც ერთი უფროსი ეყოლება და ეს მე ვიქნები. ძალაუფლების მოყვარული პიროვნება არ გახლავართ, თუმცა თუ შედეგი გსურთ, მაშინ ჩემს მოთხოვნილებათა გარკვეული ნაწილის დაკმაყოფილება მოგიწევთ. ჩემს საქმეში არავინ არ უნდა ჩაერიოს, დანარჩენს კი ჩემს თავზე ვიღებ..."

"კრიშტიანო რონალდო შესანიშნავი ფეხბურთელია, მისდაგვარი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის პატრონი ადამიანი, მხოლოდ გამარჯვებისთვის არის დაბადებული. ვფიქრობ, მე და რონი ერთად შესანიშნავ ტანდემს შევქმნით."

"მე ბარსელონას მტრად არ მივიჩნევ... თუ მე კატალონიელებს ვძულვარ ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი."

გუარდიოლას შეგირდების, ოდნავადაც არ გეშინიათ? - "ეს სიტყვა ჩემს ლექსიკონში არ ზის."

ხორხე ვალდანო, მაურინიოს შესახებ:"შეეგებეთ, თქვენს წინაშეა, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ჟოზე მაურინიო..."


ინფორმაციის წყარო: Seccerstand

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)