ფიგუ:„მე ფსონს რაულზე ვდებ, ზიდანი „რეალში“ სწორედ მან უნდა ჩაანაცვლოს“

ლუიშ ფიგუმ მადრიდის „რეალსა“ და კლუბში არსებულ მოვლენებზე ისაუბრა.


„სამეფო კლუბში გარდამტეხი მოვლენები მიმდინარეობს. სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია საუკუნის პროექტია, დიახ ჩვენ მართლაც საუკუნის პროექტზე ვსაუბრობთ, რომელიც დიდ შედეგებს მოუტანს, როგორც თავად გუნდს, ასევე მთელ ესპანეთს.“

„ზინედინ ზიდანის ამხელა წარმატებას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ყველამ კარგად ვნახეთ, რა შეძლო ფრანგმა ლეგენდამ, ის დაუჯერებლად მაღალი რეპუტაციის მწვრთნელია.“

„ზიდანს დიდ პატივს სცემენ, რაც პირველ რიგში განაპირობებს მის წარმატებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრანგს მუშაობა აცადონ.“

„ფრანგი ლეგენდის შემდეგ მთავარ მწვრთნელად რა თქმა უნდა, რაულს განვიხილავ, მე ფსონს სწორედ „ელ კაპიტანოზე“ ვდებ. როდესაც „ბლანკოსის“ მწვრთნელი ხარ, უნდა იცოდე სად მუშაობ, რა გარემოა, რა მოთხოვნები არსებობს და რამხელა ისტორიასთან და ზეწოლასთან გაქვს საქმე. ვფიქრობ, რაული ამ ყველაფერს შესანიშნავად დაძლევს და მისი ავტორიტეტი ზიზუს სიტუაციის მსგავსად გადამწყვეტი იქნება.“

„ზოგჯერ სიმკაცრეც საჭიროა, ვინაიდან გუნდში დისციპლინას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.“

„ბედნიერი ადამიანი ვარ, ვინაიდან ტოპ ვარსკვლავებთან ერთად თამაში მომიწია. ნამდვილად არ შემიძლია კონკრეტული გვარების გამორჩევა, ვინაიდან მახსენდება რონალდო, ზიდანი, ასევე ფერნანდო იერო. მომიწია თამაში გუარდიოლასთან და იბრაჰიმოვიჩთან, ჩემთან ერთად ხუან სებასტიან ვერონიც ასპარეზობდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 ნოემბერი 2020
  • 924
  • 1

1

14 ნოემბერი 2020 22:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1355
გეთანხმები ფიგუ მეც რაულზე ვდებ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)