ემილიო:„„რეალში“ ძალიან ბევრი სიურპრიზი იქნება, ამას ღიად გპირდებით“

ემილიო ბუტრაგენიომ მადრიდის „რეალის“ სამომავლო გეგმებსა და სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტუქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ალბათ ვერავის წარმოუდგენია რა მასშტაბის პროექტთან გვაქვს საქმე და რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სანტიაგო ბერნაბეუზე.“

„2022 წელს ჩვენ მივიღებთ მსოფლიოს საუკეთესო სტადიონს, სადაც თამაშზეც ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებს, ეს არის დიდი ნაბიჯი პირდაპირ მომავალში. ეს იქნება უდიდესი შემოსავლის მომტანი პროექტი, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო პუბლიკის დაინტერესებას გამოიწვევს.“

„სტადიონზე მოვა ყველა, ვინც მადრიდში ყოფილა, ან არ ყოფილა, უნახავს ძველი ბერნაბეუ თუ არა. ეს იქნება ულტრამოდერნიზებული არენა, რომლის აღქმაც ალბათ წარმოდგენაშიც რთულია.“

„ჩვენ მადრიდისტებს დიდ სიურპრიზებს ვპირდებით. „რეალი“ იყო, არის და იქნება დიდი საფეხბურთო ტრადიციების პატივისმცემელი გუნდი. მომდევნო წელიწადნახევარში დიდი გეგმების განხორციელება იგეგმება.“

„ჩვენ მოზიდული გვაქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ჩანაფიქრი 100%-ით განხორციელდეს.“

„არსებულმა პანდემიამ ჩვენი გეგმები ვერ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ 10%-ზე დიდი ეკონომიკური ზარალი მივიღეთ და უდიდესი ფინანსური პრობლემების წინაშე დავდექით, ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ იმისათვის, რომ არცერთი პროექტი, რომელიც ახლაც განხორციელების პროცესშია არ გადადებულიყო. მოზიდული და რეალიზაციის პროცესშია 2 მილიარდ ევროზე მეტი, რომელიც ხმარდება როგორც პროექტებს, ასევე კრიზისის დაძლევასა და ახალი გეგმების განხორციელებას.“

„პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან გუნდს დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ნებისმიერი კუთხით მოქმედების დიდი არეალი გვაქვს.“

„2022 წელს ჩვენ მივიღებთ თვისობრივად სხვა გუნდს, ულტრამოდერნიზებული სტადიონითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც საფეხბურთო ისტორიაში ახალ სიტყვას იტყვის.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 ნოემბერი 2020
  • 2417
  • 5

1

13 ნოემბერი 2020 21:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1855
მეც მაგის იმედი მაქ, იმედია გამოასწორებთ სიტუაციას და დაიწყება ისევ რეალის ერა!

2

13 ნოემბერი 2020 21:40

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32757
  • |
  • კომენტარები: 270
ისე რამხელა გათვლა აქვთ გაკეთებული. ახალი ბერნაბეუს ნახვას ყველა მოინდომებს
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

3

13 ნოემბერი 2020 22:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფეხებზე მკიდია მბაპეც, ახალი ბერნაბეუც და ყველაფერი, როგორც მადრიდისტა რამოსის კოტრაქტზე ვნერვიულობ მაგრად, 16 ში განცხადებას აკეთებსო და იმედია წასვლაზე არაა ეს განცხადება, რამოსის კონტრაქტის არ გაფორმება და ვაფშე კონტრაქტზე საუბარი არის უდიდესი სირცხვილი, ამ კაცს ძეგლი დაუდგით ძეგლი.

4

14 ნოემბერი 2020 00:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალი იყო არის და იქნება მსოფლიოს ყველაზე დიდი გუნდი, რეალზე მაღლა საფეხბურთო სამყაროში არ არსებობს გუნდს უწოდო რეალ მადრიდიზე დიდი ეს ფაქტია 😘 ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ისტორიული ტრადიციების მქონე😘 სანტიაგო ბერნაბრუ ყოველთვის სასწაული გუნდი იყოოო და ახალი ხომ საოცრება იქნება😗 უნდა დაიქოქოს რეალი და ავიდეს ისევ მწვერვალზე ყველაფერი დალაგდება ეს პანდემიაც ჩაივლის და ახალი გუნდი დადგება მჯერა რომელიც ყველას შეჭამს 😘 ჰალა მადრიდ 😎

ციტატა: Best club real
რეალი იყო არის და იქნება მსოფლიოს ყველაზე დიდი გუნდი, რეალზე მაღლა საფეხბურთო სამყაროში არ არსებობს გუნდს უწოდო რეალ მადრიდიზე დიდი ეს ფაქტია 😘 ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ისტორიული ტრადიციების მქონე😘 სანტიაგო ბერნაბრუ ყოველთვის სასწაული არენა იყოოო და ახალი ხომ საოცრება იქნება😗 უნდა დაიქოქოს რეალი და ავიდეს ისევ მწვერვალზე ყველაფერი დალაგდება ეს პანდემიაც ჩაივლის და ახალი გუნდი დადგება მჯერა რომელიც ყველას შეჭამს 😘 ჰალა მადრიდ 😎

5

14 ნოემბერი 2020 23:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფუუ ჩემიი აზარის პასუხები ისევ დადებითია კოვიდზე რა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)