დელ ბოსკე:,,მადრიდში კაზემიროს როლი ყველაზე დიდია"

ვისენტე დელ ბოსკეს მადრიდის „რეალში“ არსებული პრობლემების შესახებ ჰკითხეს...


„მე ვთვლი, რომ სიტუაცია გამოსასწორებელია, თუმცა პრობლემებს მხოლოდ თავდასხმაში ვერ ვხედავ. ვერ თამაშობს აზარი? ზიზუს შეუძლია ვინისიუს ჟუნიორის, როდრიგოს, ასენსიოს და სხვა წინახაზელების გამოყენება, მაგრამ როდესაც ვერ თამაშობს კაზემირო, კლუბში მისი შემცვლელი არ მოიძებნება. დღევანდელი „რეალი“ სწორედ ბრაზილიელ ნახევარმცველზე დგას.“

„არ შემიძლია პარალელი გავავლო კლოდ მაკელელესა და კაზემიროს შორის, დიახ ისინი ერთი სტილის მოთამაშეები არიან, მაგრამ მაკელელეს დროინდელი „ბლანკოსი“ რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მაშინდელი ეპოქის ფეხბურთი და დღევანდელი ტემპის მხრივ მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. 2000-იდან 2005 წლამდე შენ შეგეძლო გეთამაშა 4 ნახევარმცველით, რომელთა პროფილიც ძირითადად წინ თამაშია, დღევანდელ დღეს თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ, მინიმუმ 3 გოლს გაგიტანენ.“

„კაზემიროს გარეშე „რეალს“ შანსი არავისთან აქვს, მისი როლი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე აღქმული.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 ნოემბერი 2020
  • 5694
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (259)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)