ზიდანი:„რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდეთ პირველ ადგილზე“

ზინედინ ზიდანმა „ვალენსიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„ზუსტად ვიცი, რომ რთული მატჩი გველის. „ვალენსიამ“ სეზონი კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ მაქსიმალურად ეცდება სიტუაციის გამოსწორებას. ეს გუნდი „მესტალიაზე“ ყოველთვის კარგად გამოიყურება და ანგარიშგასაწევი ძალაა. ვიცით, რომ გვჭირდება მაქსიმალური მონდომება და შემართება, „რეალმა“ ყველაფერი უნდა გააკეთოს მომდევნო გამარჯვების მისაღწევად, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“

„ედენ აზარს და კაზემიროს კორონავირუსი დაუდასტურდათ, მათ გუნდთან ერთად ვარჯიში ვეღარ შეძლეს. ინციფირებულებთან არ მისაუბრია, მაგრამ დღეს ვაპირებ, რომ გავესაუბრო. იგივე მდგომარეობა იყო ედერ მილიტაოსთან დაკავსირებით. სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით.“

„ საბედნიეროდ, სხვა ფეხბურთელების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღევანდელი ტესტირების შედეგადაც დადგინდა, რომ სხვა მოთამაშეები ჯანმრთელები არიან. „ვალენსიასთან“ დაპირისპირებაში დიდი დანაკლისი გვექნება, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი, რომელსაც გამოვიყენებთ და ვეცდებით, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ.“

„„ბარსელონას“ უჩვეულო პოზიცია იმითის არის განპირორებული, რომ ამ გუნდს რეზერვში 2 მატჩი აქვს, სადაც 6 ქულის მოპოვებაც შეუძლია. ამ შემთხვევაში ხომ კატალონიელთა აქტივში არა 8, არამედ 14 ქულა იქნებოდა. „ბეტისი“ კატალონიელთათვის ყოველთვის რთული მეტოქე იყო, თუ კუმანის კლუბი ქულებს კიდევ დაკარგავს, ჩვენ ნამდვილად კარგი შანსი გვექნება იმისა, რომ მნიშვნელოვანი სხვაობით გავუსწროთ ყველაზე დიდ კონკურენტს.“

„სერხიო რამოსი დიდებული ფიგურაა. ესპანელს ისტორიაში საუკეთესო მცველად მივიჩნევ და ამისთვის არაერთი არგუმენტი მაქვს. ყველას თავისი აზრი გააჩნია, რომელსაც პატივს ვცემ.“

„„მესტალიაზე“ შემადგენლობის შეცვლა მომიწევს, ვინაიდან როგორც კაზემიროს, ასევე აზარს სასტარტოში მოვიაზრებდი.“

„ისკოზე ჩემი მოსაზრება არ შემიცვლია. ალარკონი ძალიან დიდი ნიჭის მქონე ფეხურთელია. ესპანელს ჩვენთვის არაერთი დაუვიწყარი მატჩი უჩუქებია.“

„რას ვეტყოდი ალარკონს? რა თქმა უნდა იმას, რომ მუშაობა გააგრძელოს და საუკეთესო ფორმაში შევიდეს, ის აუცილებლად მიიღებს შანსს, ვინაიდან კალენდარი გრძელია.“

„მოდრიჩი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ლუკას შესაძლებლობებში ეჭვი რა თქმა უნდა არავის შეაქვს, ის იდეალური მოთამაშეა. მჯერა, რომ ნახევარმცველი ბევრ მატჩში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.“

„ოდეგორი 100%-ით მზად არის. თუ ის ნორვეგიის ნაკრებში ითამაშეს, მხოლოდ სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, სხვა არაფერი.“ dle 10.1

  • Ramos
  • 7 ნოემბერი 2020
  • 2833
  • 1

1

7 ნოემბერი 2020 17:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9063
ხეტაფემ ათრია გასვლაზე ვალენსია და ნეტანც არმინდა არმოგიგიათ თქვენ დედებს გაგინებთ 2 კვირა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (268)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)