„რეალის“ მომდევნო 9 მატჩი ძალიან რთული იქნება - ვის შეხვდება ზიზუს გუნდი?

მადრიდის „რეალი“ ძალიან რთულ ფაზაში შედის. უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო 9 მატჩი „ბლანკოსისთვის“ მეტისმეტად რთული იქნება.


ძალიან რთული კალენდარი „ვალენსიასთან“ მატჩით იწყება, რომელიც 8 ნოემბერს შედგება, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება.

21 ნოემბერს „მერენგების“ მეტოქე „ვილიარეალი“ იქნება, 25 ნოემბერს კი „ბლანკოსს“ მილანში ჩაფრენა და „ინტერთან“ საკმაოდ მძიმე მატჩის გამართვა მოუწევს, ვინაიდან ანტონიო კონტეს გუნდს წაგების შემთხვევაში 1/8 ფინალში გასვლის შანსი აღარ რჩება.

28 ან 29 ნოემბერს „მერენგების“ მეტოქე ლა ლიგაში „ალავესი“ იქნება, ხოლო 1 დეკემბერს დონეცკის „შახტარი“, ამჟამად უკვე ჩემპიონთა ლიგაზე.

5 ან 6 დეკემბერს ზიზუს შეგირდები ანდალუსიას ეწვევიან და ადგილობრივ „სევილიასთან“ გამართავენ დაპირისპირებას, ხოლო 9 დეკემბერს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯფუფური ეტაპის ბოლო მატჩი „გლადბახის“ წინააღმდეგ.

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ „რეალი“ ისევ ლა ლიგაზე გადაერთვება და ურთულეს მატჩს ჩაატარებს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. ეს მატჩი 12 ან 13 დეკემბერს შედგება ხოლო, 15 ან 16 დეკემბერს ზიზუს შეგირდები „ბილბაოს“ უმასპინძლებენ „დი სტეფანოზე. dle 10.1

  • Bernabeu
  • 7 ნოემბერი 2020
  • 2538
  • 3

1

7 ნოემბერი 2020 15:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შარშიხარ ზიზუ 😀

2

7 ნოემბერი 2020 15:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Fexebi aravin mogvchamos💪💪💪💪💪

3

7 ნოემბერი 2020 16:37

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარგი კიდევ ფანები არ არიან თორე ძაან გვერხეოდა.ჯერ დასაწყისში ხეტაფე,ბეტისი,და სოსიედადი გვქონდა გასვლები (ხეტაფეა არ ჩატარდა) ახლა კიდე ეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (260)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)