„ბაიერნი“ ჰოლანდს ლევანდოვსკის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევს

მადრიდის „რეალში“ არსებული გაუგებრობის ფონზე, რომელიც ფლორენტინო პერესსა და ზინედინ ზიდანს შორის არსებობს, მიუნხენის „ბაიერნი“ გააქტიურდა და ცდილობს, რომ ერლინგ ჰოლანდის სამომავლო ტრანსფერის დეტალები ახლავე შეათანხმოს.


ჰოლანდი ფლორენტინო პერესის ფავორიტია, მაგრამ ზინედინ ზიდანის ლაუტარო მარტინესისკენ უფრო მიუწევს გული, რადგან თვლის, რომ ნორვეგიელი მძიმე ფორვარდია და არ შეესაბამება იმ სათამაშო სტილს, რომელიც „მერენგებს“ აქვთ, ლაუტაროს შემთხვევაში კი საქმე რადიკალურად განსხვავებულ თავდამსხმელთან გვაქვს.

ჰოლანდზე პრეტენზიას არაერთი ტოპ გრანდი აცხადებს, მათ სიას კი მიუნხენის „ბაიერნიც“ შეუერთდა, რომელსაც ადრე თუ გვიან რობერტ ლევანდოვსკის შეცვლა მოუწევს, ვინაიდან პოლონელ ფეხბურთელს ასაკი ემატება და არც ისე პატარა ბიჭი გახლავთ.

„რეკორდმაისტერი“ ეცდება, რომ „ბორუსიასთან“ შეთანხმებას იანვარშივე მიაღწიოს, თუნდაც ტრანსფერი 2022 წლის ზაფხულში შედგეს.

ესპანური გამოცემების ცნობით, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება თავად ერლინგის პოზიციას აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. dle 10.1

  • Ramos
  • 7 ნოემბერი 2020
  • 588
  • 1

1

7 ნოემბერი 2020 15:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Zizu martalia araa realis stili mdzime forverdit tamashi yovel shemtxvevashi me nistelrois garda ver moveswari isic cotaxani iyo

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (260)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)