The Sun - „რეალი“ ახალ გალაქტიკოს ქმნის!

ბრიტანული - The Sun იუწყება, რომ მადრიდის „რეალი“ ახალი გალაქტიკოს შექმნას აპირებს და ამისთვის მხოლოდ 3 ფეხბურთელის ყიდვა არის საკმარისი.


საქმე ეხება რაღა თქმა უნდა კილიან მბაპეს, ასევე ერლინგ ბრაუტ ჰოლანდსა და ედუარდო კამავინგას. ამ უკანასკნელმა კიდევ მოუმატა და ყველას დაუმტკიცა, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, „რეალის“ შემადგენლობა სულ მალე შემდეგნაირად დაკომპლექტდება.

მეკარე: ტიბო კურტუა
მცველები: კარვახალი, ვარანი, რამოსი, მენდი
ნახევარმცველები: კაზემირო, კამავინგა, კროოსი
თავდამსხმელები: აზარი, ჰოლანდი (ბენზემა), მბაპე

The Sun - „რეალი“ ახალ გალაქტიკოს ქმნის!


სწორედ ასე ხედავს The Sun ზინედინ ზიდანის იდეალურ თერთმეტეულს, რომელსაც ნებისმიერი ტიტულის მოგება და რაც მთავარია ძალიან ბევრი გოლის გატანა შეეძლება.

ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსის“ განკარგულებაში იქნებიან ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო, ასენსიო, ლუკა მოდრიჩი, ვალვერდე და სხვა ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები. ეს იქნება ზინედინ ზიდანის რესურსი და ძალიან ღრმა სათადარიგოთა სკამი, რაც მთავარ მწვრთნელს შანსს მისცემს ყველა ტურნირზე ოპტიმალური შემადგენლობის მოძიებისა და რესურსების გადანაწილებისთვის გააზრებულად იმოქმედოს.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესს სრული ფურორისთვის 400 მილიონ ევრომდე უკვე მობილიზებული აქვს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე დიდი აქტიურობის დაფიქსირებას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ნორვეგიელის „დორტმუნდში“ დარჩენას 2022 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებს, „ბლანკოსი“ გერმანულ კლუბის მოხიბვლავს 2021-ში მაინც შეეცდება. dle 10.1

  • Bernabeu
  • 6 ნოემბერი 2020
  • 7117
  • 14

1

6 ნოემბერი 2020 22:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1857
აზარი(ვინიციუსი/როდრიგო)-ჰოლანდი(იოვიჩი)-მბაპე(ასენსიო)
კროოსი(ისკო/ოდეგორი)-კაზემირო(კამავინგა)-ვალვერდე(პოგბა თუ მოვა,თუ არა ოდეგორი)
მენდი(რეგილონი)რამოსი(კულიბალი ან დელიხტი)-ვარანი(ნაჩო)-კარვახალი(ჰაკიმი)
კურტუა(ლუნინი)

2

6 ნოემბერი 2020 23:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Valverdes begaravin amoagdebs eg arc ganixileba da amatma saidan moitanes es shemadgebloba ar vici :)))))

3

7 ნოემბერი 2020 00:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1420
ვალვერდე მოტეხეს :დ ეს ვინც შეადგინა რეალის 1 თამაშისთვის მაინც უყურებია წელს? კამავინგა ახლოსაც ვერ მოვა ფედესთან

4

7 ნოემბერი 2020 00:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
რა კამავინგა საიდან მოიტანეს )) ვალვერდეს ვინ ამოაგდებს ძირითადიდად, კაცი ყველა დიდ თანაშში საუკეთესოა, ბარსასთან ორივე შეხვედრაში მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს, კაზესთან ერთად :))) მაგის ამოგდებას ვაბშე არ მოიყვანონ ეს ჯობია :)) კროოსი რომ დაბერდება და მოუკლებს მერე ჩასვან მის მაგივრად

მბაპე ჰალანდი აზარი
კროოსი კაზე ვალვერდე
კარვახალი რამოსი ვარანი მენდი
კურტუა

სათადარიგო - ლუნინი, მილიტაო, ნაჩო, ჰაკიმი, ოდეგარი, ისკო, მოდრიჩი, კამავინგა, ან ვინმე საშუალო დონე, ასენსიო, ვინიპუხა, როდრიგო

მეტი არავინ არაა საჭირო, ყველას დავდებთ ბეჭებზე
მთავარია ჰალანდი არ დაკარგონ, ეგ ბიჭი მომავლის ფორვარდია, ძალიან დონეს დებს.

5

7 ნოემბერი 2020 00:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კასილასი,იერო,მაკელელე,ზიდანი,ფიგუ,მაკმანამანი,რაული,რონალდო,მორიენტესი - ამაზე დიდი გალაქტიკო არამგონია ოდესმე რომელმე გუნდმა შექმნას.

მაგრამ კულეებს რომ ჰკითხო ამათ დონეზე იყვნენ: ვალდესი,პუიოლი,ბუსკეტსი,ხავი,ინიესტა,მესი,პედრო,ვილია : DDDDDDD

6

7 ნოემბერი 2020 00:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Shemadgenlobashi adminma mainc sheakvexa benzo😀😀dagvcini xom megobaro

7

7 ნოემბერი 2020 01:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 967
ციტატა: Madrid 4 ever
კასილასი,იერო,მაკელელე,ზიდანი,ფიგუ,მაკმანამანი,რაული,რონალდო,მორიენტესი - ამაზე დიდი გალაქტიკო არამგონია ოდესმე რომელმე გუნდმა შექმნას.

მაგრამ კულეებს რომ ჰკითხო ამათ დონეზე იყვნენ: ვალდესი,პუიოლი,ბუსკეტსი,ხავი,ინიესტა,მესი,პედრო,ვილია : DDDDDDD

გვარდიოლას ბარსა მაგ გალაქტიკის ათი თავით ჯობდა.

8

7 ნოემბერი 2020 01:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
ციტატა: Andre1
გვარდიოლას ბარსა მაგ გალაქტიკის ათი თავით ჯობდა.

მაინც რითი სჯობდა?
კასილასი
სალგადო იერო ელგერა კარლოსი
მაკელელე ზიდანი ბექემი
ფიგუ რონალდო რაული

ამ შემადგენლობას ბარსა რითი აღემატება, სანახაობით, ლამაზი გოლებით, კომბინაციებით კლასით თუ რით?
ერთადერთი რითიც სჯობს რეზულტატია. იმ ბარსამ მეტი ტიტული მოიგო ვიდრე ამათ. სულ ეგ არის, სანახაობით არც შევადარებ ამ რეალის თამაშს ბარსასას. ორივე ულამაზესი იყო მაგრამ ესენი ქმნიდნენ ხელოვნებას მოედანზე.

9

7 ნოემბერი 2020 02:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
ციტატა: Andre1
გვარდიოლას ბარსა მაგ გალაქტიკის ათი თავით ჯობდა.

მაინც რითი სჯობდა?
კასილასი
სალგადო იერო ელგერა კარლოსი
მაკელელე ზიდანი ბექემი
ფიგუ რონალდო რაული

ამ შემადგენლობას ბარსა რითი აღემატება, სანახაობით, ლამაზი გოლებით, კომბინაციებით კლასით თუ რით?
ერთადერთი რითიც სჯობს რეზულტატია. იმ ბარსამ მეტი ტიტული მოიგო ვიდრე ამათ. სულ ეგ არის, სანახაობით არც შევადარებ ამ რეალის თამაშს ბარსასას. ორივე ულამაზესი იყო მაგრამ ესენი ქმნიდნენ ხელოვნებას მოედანზე.

შედეგით 2014-18 წლების რეალი ყველას აღემატება,მე ვგულისხმობ სანახაობას შოუს. იმ გალაქტიკომ შემაყვარა ფეხბურთი, ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა.
პერესს მაკელელე და დელ ბოსკე რომ არ გაეშვა ზედიზედ დავდებდით ლიგებს. იუვენტუსს გაუმართლა მაკელელეს დამტვრევა თორემ ვათრევდით ტურინში. ლემონჯავას ვიდეოშიც არის აღწერილი მადრიდში როგორ აპამპულავებდნენ ზიდანი და ფიგუ მთელ იუვეს.
ის რეალი მსოფლიო ნაკრები იყო, ერთადერთი რონალდინიო თუ გვაკლდა.

10

7 ნოემბერი 2020 10:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9063
ra dro daudga reals mbape holndi da azari itvlebian galaqtikod. eh ra gveshveleba netavi. da is qlibi glapi kide

11

7 ნოემბერი 2020 12:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1827
კამავინგა ჯობია თუ არ ჯობია ვალვერდეს მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.კამავინგას პლიუსი ისაა რომ ის ფრანგია და იაზიდ ზიდანი მაგას მისცემს დროს
-----------------------
Decimotercero

12

7 ნოემბერი 2020 14:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვალვერდეს სკამზე ჯდომა დანაშაულია.

13

7 ნოემბერი 2020 21:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვარანიც მოაშორეთ რაა და წესიერი მცველი იყიდონ...ყოველ თამაშში შეცდომებს უშვებს

14

8 ნოემბერი 2020 16:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Tavdasxma swored mainc gadawere :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (268)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)