სერხიო რამოსმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო!

სერხიო რამოსისა და მადრიდის „რეალის“ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. ფლორენტინო პერესი აპირებს, რომ კომპრომისზე წავიდეს და მრავალწლიანი ტრადიცია დაარღვიოს, რომელიც ასაკში მყოფი ფეხბურთელებისთვის კონტრაქტის მხოლოდ 1 წლით გახანგრძლივებას ეხება. 34 წლის რამოსი 2 წლიან კონტრაქტს მიიღებს, ეს გადაწყვეტილება 99%-ით მიღებულია.


თავის მხრივ, რამოსიც მიდის კომპრომისზე და ხელფასის არამხოლოდ მომატებაზე, არამედ 10%-ით შემცირებაზეც არ აქვს პრობლემა.

„ბლანკოსს“ ახალი პოლიტიკა აქვს, რომელიც ხელფასების შემცირების ზრდას განაპირობებს.

გამომდინარე იქედან, რომ ცარიელი ტრიბუნებისა და სანტიაგო ბერნაბეუს ტურის გაურკვეველი ვადით უფუნქციობის გამო სამეფო კლუბის ზარალმა უკვე 400 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხელმძღვანელობა გარკვეული დანაზოგის გაკეთებას აპირებს, რაც ხელფასის კიდევ უფრო შემცირებითაც აისახება.

ესპანური გამოცემების ცნობით, რამოსთან შეთანხმება სულ მალე დადასტურდება ოფიციალურად და „ბლანკოსი“ საზეიმოდ განაცხადებს შეთანხმების შესახებ, რომელსაც ვადა არა 2022, არამედ 2023 წლის ზაფხულში ამოეწურება. dle 10.1

  • Bernabeu
  • 6 ნოემბერი 2020
  • 11152
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (106)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)