ზიდანი:„„რეალმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა“

ზიზუმ ინტერის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ბედნიერები უნდა ვიყოთ, ვინაიდან „რეალმა“ 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ყოველთვის არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი კარგი საღამო გვქონდეს. კმაყოფილი ვარ და ბრძოლას ვაგრძელებთ.“

„„ინტერის“ სახით ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ, ამიტომ ყველა ფეხბურთელს ვულოცავ.“

„პირველ ტაიმში „რეალი“ აბსოლუტური დომინანტი გახლდათ, მაგრამ გოლის გაშვების შემდეგ სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა. არ ვარ კმაყოფილი მეორე ტაიმის დასაწყისით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა და საბოლოო ჯამში გამარჯვებას ჩვენ გვხვდა წილად.“

„რამოსის მე-100 გოლი ნამდვილად საამაყოა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სერხიოსგან არაფერია გასაკვირი, ის დიდებული ფიგურაა, რომელმაც საკუთარი თავი უკვე ჩაწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.“

„აზარმა ფეხში დარტყმა მიიღო, თუმცა აქ საქმე მეორე ფეხზე გვაქვს და ძველი ტრავმის რეციდივის შანსი არ არსებობს. ეს უბრალოდ მცირე დისკომფორტი გახლდათ და სხვა არაფერი.“

„ასენსიოზე დიდ იმედებს ვამყარებ, როგორც ედენი, ასევე მარკო დიდი ხნით იყვნენ მინდორს ჩამოცილებულები, ახლა მათ გარკვეული დრო სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, აზარის, ბენზემას და ასენსიოს ტრიო ძალიან სახიფათო სტატუსს შეიძენს.“

„ვინისიუსის და როდრიგოს მოედანზე გამოჩენამ „რეალს“ მეტი ინტენსივობა შესძინა და საბოლოო ჯამში, სწორედ ბრაზილიელების აქტიურობის შედეგად გავიტანეთ მესამე გოლი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბედნიერი ვარ, რომ „ბლანკოსში“ ასეთი ტალანტები იზრდებიან.“

„კრიტიკის გარეშე „რეალის“ არსებობა წარმოუდგენელია, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნების განსაკუთრებული უნარი მაქვს და ვცდილობ, რომ ფეხბურთელებმაც ანალოგიური გააკეთონ. ჩვენ გვქონდა რთული მომენტები და ალბათ სეზონის ბოლომდეც გვექნება, ვინაიდან საკმაოდ მძიმე კალენდარი გვაქვს. მთავარია გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება და ბევრი მუშაობა.“

„დაცვაში უზუსტობები ფიქსირდებოდა, რაც პირველ რიგში „ინტერის“ შეტევითი პოტენციალით უნდა აიხსნას. კონტეს გუნდი კონტრ-შეტევაზე ძალიან სწრაფად და ეფექტურად გადადიოდა. მილანელებს ამ კომპონენტში ერთ-ერთ საუკეთესოდ მივიჩნევ. ზოგადად „ნესაძურის“ დიდი პერსპექტივა აქვს.“

„ეჭვი არავის ეპარება, რომ რამოსი „რეალში“ დიდხანს დარჩება. პირადად ჩემი სურვილია, რომ კაპიტანმა კარიერა სწორედ თეთრი მაისურით გააფორმოს. თუ შეთანხმება ვერ შედგება, მე ვიქნები ყველაზე გაკვირვებული ადამიანი, რადგან ეს უბრალოდ გამორიცხულია. მერწმუნეთ, სანერვიულო არაფერი გვაქვს>“

„დიეგო მარადონას მხარდაჭერას ვუცხადებ და ვუსურვებ, რომ დროულად გამოჯანმრთელდეს, ის მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ლეგენდაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2020
  • 7544
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)