ზიდანი:,,,,ინტერთან" მატჩი ჩემს მომავალს არ განსაზღვრავს"

ზინედინ ზიდანმა „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ რთული მეტოქე გვყავს. „ინტერს“ კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ფიზიკური თვალსაზრისით ამ გუნდს არაფერი დაეწუნება. ამ მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ფინალს. ჩემი კოლექტივის მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება.“

„მოდრიჩთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ხორვატი ისევ ისეთი საჭირო მოთამაშეა, როგორც ადრე იყო, თუმცა ყველა მატჩში 90 წუთს ვერ ითამაშებს, რადგან კალენდარი საკმაოდ მჭიდროა, მის ასაკში ამხელა დატვირტვის მიღება კი პრობლემებს შექმნის.“

„აზარის, ბენზემას და ასენსიოს ტრიოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ახალი ისტორია შექმნას. მე ვფიქრობ, რომ ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან, თუმცა ჩვენ წინა ხაზში სხვა ნიჭიერი ფიგურებიც გვყავს, რომლებზეც შეიძლება დაყრდნობა.“

„ჩემი გუნდის უმთავრესი მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება, ეს ფინალია. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი ფინალია და მაქსიმალური კონცენტაციის გამოჩენა გვმართებს.“

„აზარს ჩემპიონთა ლიგაზე კარგი გამოცდილება აქვს, ის სათამაშოდ მზად არის და ეჭვი არ მეპარება, გუნდს ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ჩვენ გვაქვს გარკვეული პროგრესი, მაგრამ კიდევ უფრო გაუმჯობესება გვსურს.“

„ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ჩემი მომავალი „ინტერთან“ თამაშზე იქნება დამოკიდებული. თუ მოვიგებთ ძალიან გამეხარდება, თუ წავაგებთ, ეს ჩემ თანამდებობას ხელს არ შეუშლის.“

„დღეს სულ სხვა რეალობა გვაქვს, ფეხბურთი ძალიან დაიხვეწა, დღეს ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერი დონის მეტოქის დამარხება, ამიტომ მუდმივად განვითარებაზეა ფიქრი საჭირო.“

„საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი ჯგუფი არ არსებობს.“

„ანტონიო კონტესთან მუდმივი ურთიერთობა არ მაკავშირებს, მაგრამ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. როდესაც ანტონიო ფეხბურთელი იყო, კაპიტნის სამკლაურს ფლობდა. როდესაც სამწვრთნელო საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, კონტესთან გარკვეული კომუნიკაციები მქონდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 ნოემბერი 2020
  • 4408
  • 6

1

2 ნოემბერი 2020 17:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
რეალის ოფიციალურ საიტზე ლაივში ვუყურებდი ზიდანის პრესკონფერენციას და ზუსტად 2 წუთში აქ დავარეფრეშე და სტატია დამხვდა.

სინქრონშია ფაქტიურად დაწერილი. ბრავო და დიდი მადლობა ასეთი ოპერატიულობისთვის. შეუძლებელი იყო არ აღმენიშნა ეს ფაქტი

2

2 ნოემბერი 2020 18:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კაროჩე ყლინტერს გავაპობთ,მილიტაოს კოვიდი დაუდასტურდაო,მეგონა მძორს დაუდასტურდა და გვეშველა თქო მარა არა
ზიდანის ეს სიტყვები არ მომეწონა რომ წავაგო არ გამიშვებენო,ხოარ შეგვაპარა წაგება :დ იმედია ვცდები და გავხევთ პუტა არტუროს

3

2 ნოემბერი 2020 18:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
გავხევთ ინტერს, ფრე არც მაგათ არ აწყობთ, გასასვლელად მოგება სჭირდებათ, მთავარია პირველი გოლი არ გავუშვათ რო 25 კაცი კარში არ ჩადგეს :))
გახსნილ თამაშში კი აზარი ბენზო ასენსიო გააკეთებენ თავისას.

4

2 ნოემბერი 2020 18:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მაგრად ვნერვიულობ ხვალინდელ თამაშზე, რომ ვერ მოვიგო სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება გუნდი. ზიზუ შენ იცი.

5

2 ნოემბერი 2020 20:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
გავხევთ ინტერს, ფრე არც მაგათ არ აწყობთ, გასასვლელად მოგება სჭირდებათ, მთავარია პირველი გოლი არ გავუშვათ რო 25 კაცი კარში არ ჩადგეს :))
გახსნილ თამაშში კი აზარი ბენზო ასენსიო გააკეთებენ თავისას.

ბენზემაო სღლ მაგრად მაღადავე 😂

6

2 ნოემბერი 2020 21:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
ციტატა: durantula
ბენზემაო სღლ მაგრად მაღადავე 😂

მაგ ღადაობა-ღადაობაში კი გახდა ლა ლიგის საუკეთესო და კი დადო ლალიგა რამოსთან ერთად 🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)