ვარანი:,,ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

რაფაელ ვარანმა „ინტერთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ზეწოლა ჩვენთვის პრობლემა არ არის, ვინაიდან დიდ გამოცდილებას ვფლობთ. ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე გვაქვს პრეტენზია, ამიტომ ვერაფერი შეგვაშინებს.“

„სერხიოს გვერდით თამაში, რა თქმა უნდა დიდი კომფორტია. ზოგადად, როდესაც გუნდი მუდმივად უტევს, დაცვაში პრობლემების შექმნის შანსი უფრო დიდია, როდესაც კომპაქტურ ფეხბურთს აქვს ადგილი, უკანა რგოლის ფეხბურთელებით უფრო დამაჯერებლად გრძნობენ თავს.“

„ნებისმიერი სირუპრიზისთვის მზად უნდა ვიყოთ. „ინტერი“ ტაქტიკურად განსწავლული გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.“

„თუ ლუკაკუ არ იქნება მილანელთა შეტევითი რესურსი შედარებით დასუსტდება. ბელგიელის წინააღმდეგ მითამაშია და ზუსტად ვიცი, რა ძალას ფლობს ის.“

„მილიტაოს კოვიდ 19 დაუდასტურდა, მაგრამ ახლა ამაში გასაკვირი არაფერია. მოვლენების მსგავსი განვითარებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ვინაიდან მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს. დიახ, მომზადება რთულია, მაგრამ გარკვეულწილად გადაწყობა მოხდა. ჩვენ 2-ჯერ გავიარეთ ტესტირება, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ინფექცია სხვა მოთამაშეებს არ აღენიშნებათ.“

„ყოველთვის პოზიტიურად უნდა შევხედოთ მოვლენებს. „სიტისთან“ დაპირისპირება დავიწყებას მიეცა, მე იმ საღამოდან ბევრი რამ ვისწავლე.“

„აზარი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და ეს მას არაერთხელ დაუმტკიცებია. ბელგიელმა ადაპტაცია შესანიშნავად გაიარა და რომ არა ტრავმები, ახლა გაცილებით უკეთეს სიტუაციაში იქნებოდა.“

„თანმიმდევრული მოქმედებები აუცილებელია. სეზონი ძალიან ბევრ თამაშს მოიცავს, სადაც შანსს აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მიიღებს. ძალიან შემჭიდროვებული კალენდარის ფონზე გვიწევს გამოსვლა, სადაც ძალთა გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.“

„როდესაც „რეალი“ კარგად ვერ თამაშობს, მედიის მხრიდან არნახულ ზეწოლას აქვს ადგილი, მაგრამ გასახდელში სრული სიმშვიდე და ერთსულოვნებაა. „რეალის“ ყველა ფეხბურთელი ცდილობს არ აჰყვეს პროვოკაციებს და მუშაობა განაგრძოს.“

„ახალგაზრდებს დიდი შანსი აქვს. როდესაც მადრიდში მოვედი პატარა ბიჭი ვიყავი, მას შემდეგ ძალიან გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე. თავიდან ყველაფერი სრულფასოვანი არავის აქვს.“

„ჰაკიმი? ის დიდებული მოთამაშეა, ალბათ თავად განსაზღვრავს და იქნება უპირატესი მისი კარიერის განვითარებისთვის.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 ნოემბერი 2020
  • 698
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)