კარლო ანჩელოტიმ ისკოს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!

ხამეს როდრიგესის „ევერტონში“ ტრანსფერი 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალბათ ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა, რომ კარლო ანჩელოტი მიზანს მიაღწევდა და კოლუმბიელ ფეხბურთელს პრემიერლიგაში გადაიყვანდა, მაგრმა ფაქტია, რომ იტალიელმა ეს შეძლო...


იტალიური და ესპანური წყაროების ცნობით, ანჩელოტიმ თვალი ისკო ალარკონს დაადგა და ტრანსფერის გაჩარხვა გადაწყვიტა.

„ას“-ის ინფორმაციით, ლივერპულელები მადრიდელებთან საქმიანი წინადადებით საუბარს გეგმავენ.

ანჩელოტის მიაჩნია, რომ ალარკონის დამატება სავსებით შესაძლებელია. ისკო თავადაც ხედავს, „ბლანკოსში“ აბსოლუტურად უფუნქციოდ დატოვებული ხამესი როდრიგესი როგორც თამაშობს „ევერტონის“ რიგებში.

კარლიტოს აზრით, ისკოს მატარებელს ჯერ არ ჩაუვლია და მან კლუბი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რას ფიქრობს ისკო „ევერტონში“ გადასვლაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მასზე პრეტენზიას სულ ცოტა ხნის წინ „სიტი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“ და სხვა ბევრად მაღალი დონის კლუბები იბრძოდნენ. dle 10.1

  • Hala
  • 1 ნოემბერი 2020
  • 1084
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (268)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)