„ლივერპულმა“ „რეალის“ ბრაზილიელი ვარსკვლავის შეძენა მოინდომა!

ბრიტანული გამოცემების ცნობით, იურგენ კლოპს მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ვარსკვლავი აინტერესებს და ზაფხულში ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას გეგმავს...


მერსისაიდელთა ორბიტაზე როდრიგო გოეში მოექცა, რომელსაც „რეალში“ მუდმივი სათამაშო დრო არ აქვს, მაგრამ მაინც აჩენს საკუთარ თვისებებს.

ბრიტანელთა ცნობით, „ლივერპული“ „რეალს“ საინტერესო წინადადებით მიმართავს, რომელიც დაახლოებით 55 მილიონიანი იქნება.

იურგენ კლოპი თვლის, რომ „ბლანკოსი“ გოეშს სათანადოდ ვერ იყენებს და მას არასწორ პოზიციაზეც უწევს თამაში. როდრიგო ან მარცხენა ფლანგიდან უნდა უტევდეს, ანდაც სხვა ტაქტიკაში თავდამსხმელის უკან უნდა უწევდეს თამაში, როგორც ეს მეტწილად ბრაზილიაში ასპარეზობის დროს ხდებოდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს სამეფო კლუბს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ბოლო დროს აშკარად გამოიკვეთა, რომ „მერენგები“ მეტ ფსონს ვინისიუს ჟუნიორზე ჩამოდიან. dle 10.1

  • Hala
  • 1 ნოემბერი 2020
  • 1866
  • 3

1

1 ნოემბერი 2020 17:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 818
გავუშათ 60ში.

2

2 ნოემბერი 2020 11:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1826
გოეში თუ ვარსკვლავი იყო ეს მართლა არ ვიცოდი.ვინის უფრო აქვს შანსი ეპლში ვიდრე როდრიგოს.
-----------------------
Decimotercero

3

2 ნოემბერი 2020 12:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ძაან მაინტერესებს ეს და ვინიც კლოპის ხელში, მგონია ამათგან მაგარ ფეხბურთელებს დააყენებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (260)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)