კროოსი:„ზიდანთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებთ“

ტონი კროოსმა „გლადბახთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საინტერესო საკითხები მიმოიხილა.


„პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება მსურს. დიახ, ამბიციური განცხადება, თანაც ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ საბოლოო წარმატება ყველა ნაბიჯზე დიდი გამარჯვებებით მიიღწევა.“

„დიახ, ევროპაში „ბაიერნის“ სერიოზული დომინაცია შეიმჩნევა. „რეკორდმაისტერს“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მაგრამ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.“

„კრიტიკა ფეხბურთის თანმდევი ნაწილია. მერწმუნეთ, ამის გარეშე ვერ ვიარსებებთ. მთავარი ისაა, როგორც ვრეაგირებთ და რა ხარისხს ვაჩვენებთ.“

„არასდროს არცერთი გუნდის შიში არ მქონია, ახლაც ასე ვარ.“

„იმაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე კატალონიაში ვითამაშეთ. ვფიქრობ, გუნდის დახმარება მრავალმხრივობით შემიძლია. ჩემი მოვალეობა არ არის გოლის გატანა, მაგრამ როდესაც საჭიროება არსებობს თავდასხმასაც ვეხმარები, ასევე ვცდილობ ეფექტური ვიყო უკანა ხაზში. პირად დონეზე საკუთარი ფორმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პროგრესი მსურს.“

„გერმანიაში დაბრუნება? დიახ, არაერთხელ მითქვამს, რომ სამშობლოში დაბრუნება მსურს. დიდი ალბათობით, კარიერის დასრულების შემდეგ ჩემს ქვეყანაში ვიცხოვრებ.“

„ზიდანი გენიოსია, ის შესანიშნავი სპეციალისტია და ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებ, რომელიც ფრანგს უკავშირდება.“

„„შახტართან“ წაგებამ სიტუაცია გაართულა, ამიტომ „გლადბახთან“ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, სხვა შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპზე სიტუაციას სერიოზულად გავირთულებთ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 26 ოქტომბერი 2020
  • 1241
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)