რამოსი:„„რეალმა“ დაამტკიცა, რომ პრობლემების მოგვარება შეუძლია“

სერხიო რამოსმა „ელ კლასიკოს“ მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„ძალიან ბედნიერები ვართ. ეს კვირა ჩვენთვის ურთულესი იყო. „ნოუ კამპზე“ დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ფონზე ჩამოვედით, რადგან ზედიზედ 2 დაპირისპირება გვქონდა წაგებული, მათ შორის ერთი კი ჩემპიონთა ლიგის იყო. ახლა ემოციურად დატვირთულები და პოზიტივით სავსეები ვართ. ასე უნდა გავაგრძელოთ. შემართებამ და ერთიანობამ ბრწყინვალე შედეგი მოგვიტანა.“

„„ელ კლასიკო“ ყოველთვის განსაკუთრებულია. აქ არასდროს აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს გოლს და ვინ იქნება ეფექტური წინა ხაზში. მთავარი გამარჯვებაა. დღეს მოდრიჩის გოლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა და თითოეული მადრიდისტა გააბედნიერა.“

„თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ. ეს ზიდანის დიდი სამუშაოს შედეგია. ფეხბურთელებმა ერთმანეთს გაუგეს და შეთანხმდნენ, რომ ვითარება შესაცვლელი იყო. ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ და დავამარცხეთ ისეთი გრანდია, როგორიც „ბარსელონაა“. მატჩის შემდეგ ლეო ვნახე, მან მითხრა, რომ დღეს ჩვენი საღამო იყო.“

„ჯერ კიდევ გუშინ ჩემი მოედანზე გასვლა საეჭვო იყო. მეტსაც გეტყვით, ექიმებმა სიფრთხილე მირჩიეს, თუმცა არ შემეძლო, რომ გუნდს „ნოუ კამპზე“ არ დავხმარებოდი. მოედანზე გასვლა პირველ რიგში ჩემს გადაწყვეტილებას უკავშირდება.“

„გოლის გატანამ ძალიან გამახარა. მსურს, რომ ბევრჯერ გავიტანო.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 ოქტომბერი 2020
  • 18224
  • 1

1

24 ოქტომბერი 2020 23:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
modrichma martlac kargi goli sheugdo da dausva wertili parchelonas😀

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)