ბუტრაგენიო:„ზიდანის თანამდებობას არცერთი წუთით არ დამუქრებია საფრთხე“

ემილიო ბუტრაგენიომ „ელ კლასიკო“ შეაფასა.


„მე ფეხბურთელი ვიყავი და როდესაც ვიგებდი ყველა მაქებდა, ხოლო როცა ვაგებდი კრიტიკა მატყდებოდა თავს. ასე ხდებოდა გუნდის შემთხვევაშიც.“

„ახლა აბსოლუტურად იდენტური სიტუაცია იყო. „რეალმა“ 2 მატჩი წააგო და ყველამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, თუმცა „ნოუ კამპზე“ გამარჯვების შემდეგ ვითარება დარეგულირდება, ამაში ეჭვის შეტანა არ მსურს.“

„ახლა ბედნიერები ვართ და გვსურს, რომ ეს გრძნობა ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგაც გვქონდეს. სამშაბათის დაპირისპირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.“

„სადავო პენალტი? მსაჯი მონიტორისკენ გაემართა და სიტუაცია დეტალურად განიხილა. არამგონია ის შემცდარიყო.“

„საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სოლიდური გუნდი ვიყავით, რომელმაც „ნოუ კამპზე“ მიმზიდველი ფეხბურთი ითამაშა. შეუძლებელია უკმაყოფილო ვიყო. ვერცერთ ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ, ვინაიდან ეს იყო სრულიად გუნდური გამარჯვება.“

„ზინედინ ზიდანს ნდობის მანდატი აქვს. მის მიმართ პრეტენზიები არ არსებობს. ფრანგის თანამდებობას არცერთი წამით არ დამუქრებია საფრთხე. ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ზინედინი ჩვენი გუნდისთვის და ასევე რამხელა ავტორიტეტით სარგებლობს ის ყველა მოთამაშეში.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 24 ოქტომბერი 2020
  • 2489
  • 12

1

24 ოქტომბერი 2020 23:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
გილოცავთ მადრიდისტებო ყველას გამარჯვებას.ჰაალამადრიდ.

კუმანს რამდენი უწუწუნია მსაჯზე, მეამე გოლმა კიდევ ყველა კითხვები მოხსნა, ზიზუსგან არ მახსოვს არასდროს მსაჯზე რამე რომ ეთქვას,
-----------------------
ჰალამადრიდ.

2

24 ოქტომბერი 2020 23:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იტოგში ზიდანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა უმაღლესი დონე, ამ კაცს თუ კულე არ ხარ რატო უნდა უთხრა რეალიდან წადიო ადამიანი კოშმარად ექცა მთელ კატალონიას, მიხვდი ტიპს არასოდეს წაუგია ნოუკამპზე სამწრვთნელო კარიერიაში ეს ფანტასტიკის სფეროა უკვე, უცებ მოუყუმარა ყველას, ამ კაცს შეეშვით ხალხო მეორეჯერ მოვიდა და სამ კლასიკოში ორი მოიგო ერთი ფრე. ამაზე კაი ვინ უნდა მოვიდეს ხალხო ამაზე როგორ გიბრუნდებათ ენა წავიდესო? ნუ პენალტზე ზედმეტია საუბარი ფეხბურთელი ურტყამდა თავს ბურთს და მოწინააღმდეგე ექაჩება ეს ასიანი პენალტია კამათის გარეშე, ეს პენალტია და აქ გინდ რამოსი იყოს და გინდ პიკე ძმაო. პლიუს ამას რეალმა ითამაშა უმაღლესი დონესთან მიახლოებული ფუტბოლი და დაჩაგრა მოწინააღმდეგე. ნუ რამოსი ისტორიაში საუკეთესოა თავის პოზიციაზე ტიპი არის ლიდერი და კაპიტანი სასწაული. აქ იკვეთება მთავარი პრობლემა ეს არის შეტევა, ნახეთ ერთი მცველმა და ორი ნახ მცველმა გაიტანეს, აზარი გვინდა როგორც ჰაერი და დალაგდება წინ შედარებით. ასენსიოს ფეხბურთი უკან წავიდა სამწუხაროდ იმ ტრავმამ დაძირა. ფედე რავიცი აი გიჟია მასტი, და სხვათაშორის დეიონგი სადაც შეხვდა სულ ამოისვა. კაზე იმენა ტანკზემიროა, ასევე ვასკესი ათამაშოს ჯობია სანამ კარვა დაბრუნდება იყოს დაცვაში ვასკესი. ლუკა ჯადოქარი, თუმცა აწე მაინც ასე სკამიდან ჯობია ლუკა რო ასაკშია. ბარსას რაც შეეხება ამ გუნდს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ამ გუნდს მწვრთნელი არ ყოლია დიდი ხანია, სად ნახეს ეს კუმანი სადაც მივიდა გააგდეს, 17 წლის ბავშვებით კლასიკოს ვინ მოგაგებიებს შეგჭამენ, ტაქტიკურად ჩახია ზიზუმ. მესი-ამ.კაცს რას ერჩიან? ტიპს დიდ პატივს ვცემ და მაგარი ტეხავს დააბენ გუნდში როჟა, ამხელა ამაგის მერე მესის რატო უნდა მოექცე ასე სირცხვილი ბარსას აფსუს.

3

24 ოქტომბერი 2020 23:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შეტევის გარეშე ჰაერში ხმარობენ ბარსელონას :დდდდდ. ტლოპინიჩაა გენიოსიაა მაინც არ აღიარებენ მაგრამ ეგ არაფეროი მთავარია ასე განაგრძოს სულლ

4

24 ოქტომბერი 2020 23:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
100 % იანი ხარ მეფე. არ გაუშვეს მესი და მე მგონი უფასოდ მოუწევთ გაშვება ნომავალ წელს.
-----------------------
ჰალამადრიდ.

5

25 ოქტომბერი 2020 00:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 305
კიდევტ ვიძახი ამ გუნდს ერთი კარგი ფორვარდი და მარჯვენა ფლანგის შემტევი და გუნდი ვერ მოგვიგებს😗 დაიხია ბარსელონას ნახევარ დაცვა ცვენმა ლომებმა ჩახადეს 😘

6

25 ოქტომბერი 2020 00:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
საინტერესო კომენტარს წავაწყდი ბარსამანიაზე და რომ არ დავდო აქ არ შემიძლია..........: მერვე წუთზე მსაჯმა ყვითელი არ აჩვენა ალბას წინააღმდეგ სახიფათო თამაშისთვის.
23 წუთზე მეკარეზე თამასისთვის რეალი არ დააჯარიმეს
28 წუთი კაზემირომ ბურთზე ითამაშა, მაგრამ ბურთი მესისთანდარჩა და შემდეგ მესის ფეხებში მოარტყა-წააქცია რითაც მესის საგოლე მომენტი შეაჩერა.. პენალტი იყო!
კაზემირუმ არ მიიღო მეორე ყვითელი ტაიმის ბოლოს კოუტინიოზე უკნიდან ჩარტყმისთვის
53 წუთი აშკარა ჯარიმა რეალის საჯარიმოს მისადგომებთან არ დანიშნა

იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი როცა რამოსმა ისე გააფორმა რომ საწინააღმდეგო მიმათულებით წაიქცა :)
70 წუთი პენალტი რეალის კარში მსაჯმა არც განიხილა

მსაჯის ინტერპრეტაციებზეა დამოკიდებული მომენტები და ეს ინტერპრეტაციაბი მსაჯრიდის VARეალის სასარგებლოდაა ჩვეულებერივ!......პ.ს მგონი მარტო ამან უყურა თამაშს🤣🤣🤣🤣

7

25 ოქტომბერი 2020 00:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფუუ ხაბიბ რა მძორი სტილი გაქვს არადა გეიჯმა გახია, დაიწყო ჭიდავი მაგის დედაც

8

25 ოქტომბერი 2020 00:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0

9

25 ოქტომბერი 2020 01:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს წყეული რეკლამა რა ჯანდაბაა გააზიარე და ულევი სიხარულის პონტია თუ რატო მტანჯავთ საიტზე შემოსვლისას?რო არ გავთიშო რეკლამა სენსორი ურევს😀

10

25 ოქტომბერი 2020 01:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
საშინლად ჭედავს საიტი

11

25 ოქტომბერი 2020 03:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კლასიკო რომ მოვიგეთ სასიხარულოა ყველა ვარიანტში,მაგრამ ეს არაა გარანტია ლიგაზე შორს წასვლის. 2011-12 წლების ბარსელონას დამარცხება მსოფლიოში საუკეთესოობას ნიშნავდა, ეხლა კი მაქსიმუმ ლიგის 1/8 ფინალს.

12

25 ოქტომბერი 2020 17:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს რეალია და მარტო ბარსასთან მოგება/წაგებით არ უნდა ითვლებოდეს წარმატება გინდ გუნდის გინდ მწვრთნელის, მე მაინც ჩემი აზრი მაქვს რომ ზიზუ შესაცვლელია, აქ არაპროფესიონალიზმზე არაა საუბარი ზიდანის რეალს აკლია სილაღე და სილამაზე ერთ-ორ თამაშზე არაა საუბარი, თან ძაან პრაგმატული ფეხბურთს თამაშობს, პლიუს ახალგაზრდებთან ვერ მუშაობს და ამას ისიც ემატება რო სელექციაც არ უვარგა. ვალვერდეს ნუ მომიყვანთ მაგალითად,ჯერ ერთი რომ არაფერი დაუმტკიცებია. სელექციას რაც შეეხება რამოსი თუ დაგვემტვრა დაცვა არ გვყავს და ესეა წლებია როგორ ვერ მოინახა ისეთი მცველი რომ ასე არ გავფარჩაკდეთ და მეორეც ამ ხაკიმის გაშვებას თვითონ თუ ახსნის კი მაინტერესებს. ასე ხურდაში მიაყიდეს ესეთი პერსპექტიული რომ მერე ვასკესი ჩამოვწიოთ დაცვაში ამოუხსნელი ფენომენია.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)