ზიდანი:„„ბარსელონასთან“ მატჩში ჩვენი მიზანი მოგება იქნება“

ზინედინ ზიდანმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან კარგად ვიცით, რა დონის მატჩი გველის წინ. „ელ კლასიკო“ ყოველთვის საინტერესოა. დიახ, უჩვეულო მატჩი გველის, ვინაიდან სტადიონზე ქომაგები არ იქნებიან, მაგრამ ინტრიგა მაინც დიდია.“

„გვსურს, არსებული ვითარება შევცვალოთ და გვეძლევა ბრწყინვალე შანსი იმისა, რომ „ნოუ კამპზე“ გამარჯვება მოვიპოვოთ. „ელ კლასიკოში“ ერთმანეთის წინააღმდეგ ორი დიდი გუნდი თამაშობს და ვერასდროს გაიგებ რა მოხდება.“

„სერხიო ჩვენთან ერთად იქნება, რადგან ის 100%-ით გამოჯანმრთელდა. კაპიტანს რომ პრობლემები ჰქონდეს რისკზე არ წავიდოდი, რადგან მას დიდ პატივს ვცემ.“

„ზედიზედ 2 თამაში წავაგეთ, თანაც ისე რომ მომენტებსაც ვერ ვქმნიდით. ჩემი აზრით, სიტუაცია გამოსწორებადია, მხოლოდ მუშაობაა საჭირო და ყველაფერს მივაღწევთ.“

„უნდა ვიფიქროთ პოზიტიურად და ვეცადოთ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს იქნება მომენტი, სადაც მთელი მსოფლიოს ყურადღება „კოუ კამპისკენ“ იქნება მიპყრობილი.“

„თუ „ელ კლასიკოს“ წავაგებთ, მე დასკვნებს გამოვიტან. მერწმუნეთ, სიტუაციის რეალურად შეფასება არ მიჭირს.“

„სულ რაღაც 48 საათი გვქონდა იმისათვის, რომ „ბარსელონასთან“ მატჩისთვის მოვმზადებულიყავით. საბედნიეროდ, ჩემ ფეხბურთელებს ვენდობი და მათ ძალაში ეჭვი 1 წამითაც არ შემაქვს, მათ შეუძლიათ დიდი ფეხბურთის ჩვენება და აქტივში 3 ქულის ჩაწერა.“

„თვითკრიტიკა ხანდახან აუცილებელიც არის. ყოველთვის ვიაზრებ, როგორც საკუთარ, ასევე გუნდის შეცდომებს და ვცდილობ, ვითარება დავძლიო.“

„„ბარსელონა“ ძალიან დიდი გუნდია. კუმანის კოლექტივსაც ისე სურს გამარჯვება, როგორც ჩვენ. კატალონიელები მინდორზე დიდი შემართებით გამოვლენ და ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. „ბარსელონას“ ნებისმიერ დროს შეუძლია საქმის გართულება, ვინაიდან კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია.“

„გუნდი 90 წუთის მანძილზე იხარჯებოდა და ასეც ახლა იქნება. წარსულში ყურება არ გვსურს, მხოლოდ წინ ვუყურებით და გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.“

„აღმასვლა და ვარდნა მხოლოდ ჩემს ეპოქაშიც რამდენჯერმე ყოფილა. ეს ფეხბურთის და წარმატებასთან ერთად წარუმატებლობა თანმდევ მოვლენად უნდა ჩავთვალოთ. ნერვიულობა არ ღირს, მთავარია მუშაობა.“

„გუნდის მხარდაჭერას 100%-ით ვფლობ. ის, რაც ამ კლუბთან ერთად მოვიგე სწორედ ფეხბურთელების დამსახურებაა, რომელთა უმატესობაც დღესაც „ბლანკოსის“ ღირსებას იცავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ბიჭებს მოტივაციით აღსავსეს ვხედავ, ვინაიდან პრობლემები ერთად უნდა დავძლიოთ. მათთან ერთად ვიდგები ბოლომდე.“

„ხანდახან უარყოფითი ასპექტების პოზიტიურად ქცევაც შესაძლებელია. შეცდომებზე სწავლის შემდეგ უფრო იხვეწები და მეტი შეგიძლია.“

„გასულ ორ თამაშში ბევრი რამ გვაკლდა, ახლა ვითარება უნდა შევცვალოთ და სრულფასოვანი ფეხბურთი ვაჩვენოთ საზოგადოებას.“

„არც უარვყოფ და არც ვადასტურებ ჩემი მომავლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს. მე ვარ მთავარი მწვრთნელი და ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 ოქტომბერი 2020
  • 5634
  • 15

1

23 ოქტომბერი 2020 21:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გენაცვალეთ ზიზუ მჯერა ვიგებთ

2

23 ოქტომბერი 2020 21:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5516
ზიზუ მიდი გააჩუმე კრიტიკოსები ხვალ სხვა დონის ფეხბურთი უნდა ითამაშოთ.
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

3

23 ოქტომბერი 2020 21:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ხვალ თუ მოიგო გაინაღდებს მწვრთნელობას მომავალ სეზონს მოუყვანენ ვინმეს ალბათ

4

23 ოქტომბერი 2020 21:43

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
xvale gauyare zizu kumanis da daadume samudamod enachartalebi 😉 halamadrid

5

23 ოქტომბერი 2020 21:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
ხვალ თუ მოიგო მგონი ბოლო ათწლეულის პირველი მწრთნელი იქნება რომელსაც დადებითი ბალანსი გაუხდება ბარსასთან ურთიერთშეხვედრების თუ უკვე აქ? არ მახსოვს ზუსტად

6

23 ოქტომბერი 2020 22:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: papacha
ხვალ თუ მოიგო მგონი ბოლო ათწლეულის პირველი მწრთნელი იქნება რომელსაც დადებითი ბალანსი გაუხდება ბარსასთან ურთიერთშეხვედრების თუ უკვე აქ? არ მახსოვს ზუსტად

დადებითს რასეძახი თუ ძმახა ხარ? კაცს კამპნოუზე ჯერ არ წაუგია,მხოლოდ მოგებები და ფრეები აქვს კამპზე,ესეთი შედეგი არავის ქონია,ამაზე დადებითი თუ არსებობს კიდე რავი და ამას თუ კითხვა უნდა
ხვალ იმედია წამოვიხევთ პუტებს
აი რატო მევასება ზიზუ,როგორი ადამიანიცაა ისეთივე დასტოინი და რაღაცნაირი საუბარი აქვს,არასდროს ზედმეტს არ ამბობს და არასდროს ღელავს ტიპი,ისეთივე მწვრთნელია როგორიც ფეხბურთელი იყო ზუსტად,რავი იმედია სამუდამო კონტრაქტს გაუფორმებენ რეალში,და კიდე ხვალ რომც წააგოს და კიდე ზედიზედ რამდენჯერმე მაინც არუნდა იყოს ლაპარაკი მის გაშვებაზე რადგან ვნახეთ რა გამოიწვია ერთხელ უკვე მისმა გაშვებამ,მიდი ზიზუ ხვალაც რო არ წააგო ისტორიაში ყველაზე მაგარი ტრენერი იქნები მგონი,კაცმა შეტევის გარეშე ამდენს მიაღწიოს არ ვი საოცრებაა.ეხა ვერ ვაფასებთ კიდე მარა მოვა დრო და გაიხსენებთ

7

23 ოქტომბერი 2020 23:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისე რა ღადაობაა ბაიერნი ბარსა ხო დამთავრდა 8-2, ერთი 50 წლის მერე იტყვიან, ანგელა მერკერი ჩავიდა გასახდელში და პიკე და მესი დააშინაო და მაგიტო წააგესო, როგორც რეალი 11-1ზე ამბობენ.

8

23 ოქტომბერი 2020 23:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: zidan the best
ისე რა ღადაობაა ბაიერნი ბარსა ხო დამთავრდა 8-2, ერთი 50 წლის მერე იტყვიან, ანგელა მერკერი ჩავიდა გასახდელში და პიკე და მესი დააშინაო და მაგიტო წააგესო, როგორც რეალი 11-1ზე ამბობენ.

ანგელა მერკერი რა შუაშია ბარსელონასთან? 😂 სად ერეკლე და სად ჩემი ყ.ეო ამაზეა ნათქვამი ზუსტად. ფრანკოს მართველობა და მისი მადრიდის სიყვარული კიდე უნდა იცოდე თუ ისტორიის ნატამალი იცი.

9

23 ოქტომბერი 2020 23:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: zidan the best
ისე რა ღადაობაა ბაიერნი ბარსა ხო დამთავრდა 8-2, ერთი 50 წლის მერე იტყვიან, ანგელა მერკერი ჩავიდა გასახდელში და პიკე და მესი დააშინაო და მაგიტო წააგესო, როგორც რეალი 11-1ზე ამბობენ.

საღოლ ძმაო კაი მაცინე 😂😂😂😂😂😂მართლა მასე მგონია

10

24 ოქტომბერი 2020 00:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 167
ციტატა: პედრი
ციტატა: zidan the best
ისე რა ღადაობაა ბაიერნი ბარსა ხო დამთავრდა 8-2, ერთი 50 წლის მერე იტყვიან, ანგელა მერკერი ჩავიდა გასახდელში და პიკე და მესი დააშინაო და მაგიტო წააგესო, როგორც რეალი 11-1ზე ამბობენ.

ანგელა მერკერი რა შუაშია ბარსელონასთან? 😂 სად ერეკლე და სად ჩემი ყ.ეო ამაზეა ნათქვამი ზუსტად. ფრანკოს მართველობა და მისი მადრიდის სიყვარული კიდე უნდა იცოდე თუ ისტორიის ნატამალი იცი.

კაცურად რომელი ისტორიიდან იცი ფრანკოს მადრიდის სიყვარული? არაოფიციალურ წყაროებში ატლეტიკოზე უფრო წერია ვიდრე რეალზე დდ

11

24 ოქტომბერი 2020 00:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: პედრი
ციტატა: zidan the best
ისე რა ღადაობაა ბაიერნი ბარსა ხო დამთავრდა 8-2, ერთი 50 წლის მერე იტყვიან, ანგელა მერკერი ჩავიდა გასახდელში და პიკე და მესი დააშინაო და მაგიტო წააგესო, როგორც რეალი 11-1ზე ამბობენ.

ანგელა მერკერი რა შუაშია ბარსელონასთან? 😂 სად ერეკლე და სად ჩემი ყ.ეო ამაზეა ნათქვამი ზუსტად. ფრანკოს მართველობა და მისი მადრიდის სიყვარული კიდე უნდა იცოდე თუ ისტორიის ნატამალი იცი.

ფრანკო ატლეტიკოს ფანი იყო მეგობარო

12

24 ოქტომბერი 2020 01:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 579
ციტატა: zidan the best
ისე რა ღადაობაა ბაიერნი ბარსა ხო დამთავრდა 8-2, ერთი 50 წლის მერე იტყვიან, ანგელა მერკერი ჩავიდა გასახდელში და პიკე და მესი დააშინაო და მაგიტო წააგესო, როგორც რეალი 11-1ზე ამბობენ.


wink lol
-----------------------
ზიდანი: "საუკეთესო ჩემსა და კრიშტიანუს შორის? რა თქმა უნდა, მე (იცინის). კარგად იცით, რასაც ვფიქრობ. კრიშტიანუ ჩემზე საგრძნობლად ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა მქონდა".

https://www.youtube.com/channel/UCtqD02mRfSVgFZf_NyDvJtQ

13

24 ოქტომბერი 2020 13:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
არ მოიგებ და ვისი აჯობებს ვნახოთ.შენს ბენზემასთან ერთად გავარდები გუნდიდან.😠😠😠😠

14

24 ოქტომბერი 2020 14:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რავი ზიდანი მომწონს როგორც პიროვნება, როგორც მწვრთნელიც კარგია მაგრამ მე მაინც მგონია რომ მიუხედავად შედეგისა მაინც შესაცვლელია. ამის რაც არ მომწონს ძაან პრაგმატულია და რა დონის მოთამაშე იყო იმის ნახევარს ვერ ათამაშებს გუნდს. პლიუს ახალგაზრდებთან ვერ მუშაობს, ამას შემდგარი ფეხბურთელები უნდა ესეთებს კიდე ისეთი ფასები აქვს შეიხები ყიდულობს მარტო. ადრინდელივით ვეღარ ააწყობ გალაქტიკოს თვითონ გუნდმაც უნდა გაზარდოს ვარსკვლავები.

15

24 ოქტომბერი 2020 18:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
მე ვაფშე სხვა ამბავი გავიგე.თურმე არნოლდ შვარცენეგერის და ჟან კლოდ ვან დამის დედები ჩასულან ესპანეთში და დიდი ფული გაუმაზიათ ფრეზე.😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
არ მოგწყინდათ მოცლილი ჟურნალისტების ჭორების მოსმენა?ვინ სად და როგორ ჩავიდა რა მნიშვნელობა აქვს?დატკბით უბრალოდ ლამაზი ფეხბურთის ყურებით და დაე,უძლიერესმა გაიმარჯოს.😊😊💪💪💪💪💪💪💪💪💪💪💪💪💪💪💪💪💪💪💪💪

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)