„რეალმა“ „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაასრულა

სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაასრულეს. „ბარსელონასთან“ დაპირისპირებისთვის ზინედინ ზიდანმა ბოლო რჩევა-დარიგებები გასცა...


ვარჯიში კოვიდ 19-ის პრევენციის ფარგლებში, მკაცრი პროტოკოლის გათვალისწინებითა და სანიტარული ნორმების დაცვით წარიმართა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სერხიო რამოსმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და „ელ კლასიკოში“ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

გახურების შემდეგ, ზიზუმ დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტსა და კარში დარტყმებს.

მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.

ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით პროცესს აგრძელებენ.

„ელ კლასიკოში“ გუნდთან ერთად არ იქნებიან ედენ აზარი, ალვარო ოდრიოზოლა, დანი კარვახალი და მარტინ ოდეგორი.

შეგახსენებთ, „ნოუ კამპზე“ მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს სტარტს.

„რეალმა“ „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაასრულა „რეალმა“ „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაასრულა „რეალმა“ „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაასრულა „რეალმა“ „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაასრულა
dle 10.1

  • Hala
  • 23 ოქტომბერი 2020
  • 1531
  • 1

1

23 ოქტომბერი 2020 14:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
როგორც შახტართან ითამაშა რეალმა თუ ბარსელონასთანაც მსგავსად ითამაშა,ბარსელონა გააფარჩაკებს საზიზღრად.ისე,მგონია რომ სულ სხვა თამაში იქნება ნოუ კამპზე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)