„რეალმა“ „ბარსელონასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო

მადრიდის „რეალი“ არ ისვენებს, ვინაიდან ამის დრო არ არის. ზინედინ ზიდანმა გუშინდელი მარცხის შემდეგ კოლექტივი შეკრიბა და „ბარსელონასთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყო.


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რამოსი მწვანე მინდორს დაუბრუნდა, თუმცა მეტწილად ინდივიდუალური ვარჯიშებით იყო დაკავებული.

ზიდანმა შეგირდებს ტაქტიკურ მონახაზებზე, კარში დარტყმებსა და ბურთის ფლობის კომპონენტზე გაამახვილებინა ყურადღება.

ოდეგორი, კარვახალი, ოდრიოზოლა და აზარი აღდგენით პროცესს განაგრძობენ.

სესია სანიტარული ნორმების მაქსიმალური დაცვით გაიმართა.

„რეალი“ ხვალ კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, შემდეგ კი კატალონიაში გაფრინდება.

შეგახსენებთ, „ელ კლასიკო“ 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს სტარტს.
dle 10.1

  • Bernabeu
  • 22 ოქტომბერი 2020
  • 568
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)