რა სჭირს ედენ აზარს?

ედენ აზართან დაკავშირებით მუდმივად ახალი ინფორმაციები ვრცელდება, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არცერთი არ არის.


გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბელგიელი ფეხბურთელი „რეალს“ კიდევ 1 თვე ვერ დაეხმარება. რა სჭირს ედენს? რატომ გაპრობლემდა ამ ფეხბურთელის ფორმაში ჩადგომა ჯერ-ჯერობით უცნობია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „ჩელსიში“ მრავალწლიანი თამაშის დროს ბელგიელ წინახაზელს მგავსი პრობლემები არ ჰქონია.

„მარკა“ იუწყება, რომ ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა კუნთებშია, რომელსაც სრულფასოვანი მკურნალობა სჭირდება. ამავე წყაროზე დაყრდნობით, 20 ნოემბრის შემდეგ აზარი 100%-ით ჯანმრთელი იქნება და აღარ იარსებებს თუნდაც 1%-იანი რისკი, რომელიც მისი ტრავმის რეციდივს გამოიწვევს, სწორედ აქედან გამომდინარე, სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ ზიზუმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ედენი ერთი თვის მანძილზე არ გამოიყენოს.

აზარი ასევე არ წავა ბელგიის ნაკრებში. მოგეხსენებათ ნოემბრის შუა რიცხვებში საკლუბო სეზონი მცირე პაუზას აიღებს და ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში იასპარეზებენ. dle 10.1

  • Bernabeu
  • 21 ოქტომბერი 2020
  • 2249
  • 9

1

21 ოქტომბერი 2020 11:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9015
არ განოიყენოსო დაგვცინიხართ თუ რახდება. როდის განოიყენეს საერთოდ იტყვი თამაშისას დაემართა რამე. კიდია ტიპს და ეგ არის მეტი არაფერი

2

21 ოქტომბერი 2020 13:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1385
გაყიდონ ეს ზამთარში სანამ რამე ფასი მაინც აქ 5 თამაში არ გადაუბია ჯერ რაც აქ არი და რა ჯანდაბად გვინდა? არადა როგორი იმედი მქონდა რომ გუნდს ულიდერებდა.

3

21 ოქტომბერი 2020 14:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფსიქოლოგიური ამბავიც იქნება,ძალიან მშიშარა გახდა ეს კაცი.))

4

21 ოქტომბერი 2020 15:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
როგორ იმედი მქონდა და ეს რა დღეშია ტიპი. კიდევ ერთი თვე არ იქნება კოშმარია

5

21 ოქტომბერი 2020 15:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: KING.
როგორ იმედი მქონდა და ეს რა დღეშია ტიპი. კიდევ ერთი თვე არ იქნება კოშმარია

შენ ადრე კარვახალის ნიკით ხო არ იყავი?

6

21 ოქტომბერი 2020 15:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: benzema81
ციტატა: KING.
როგორ იმედი მქონდა და ეს რა დღეშია ტიპი. კიდევ ერთი თვე არ იქნება კოშმარია

შენ ადრე კარვახალის ნიკით ხო არ იყავი?

არა ძმა არასოდეს ვყოფილვარ აქ

7

21 ოქტომბერი 2020 16:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1802
ჯანდაბას იყოს 20 ნოემბერი ოღონდ დაბრუნდეს და ფორმაში შევიდეს
-----------------------
Decimotercero

8

21 ოქტომბერი 2020 16:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს ჩვენ სამედიცინო შტაბშია პრობლემა თუ ფეხბურთელებში მაინც ვერ ვხსნი. გინდ ეს გინდ ბეილი წლები დარბოდნენ პრემიერ ლიგაში და არ იტრამვებოდნენ აქ ვარჯიშებზე იმტვრევიან, ერთი ვინც არ იტრამვებიდა რონია მაგრამ იმას თავისი ფიზ. მომზადების მწვთნელიც ყავდა აყვანილი. ისე ანჩელოტის ჰქონდა პრობლემა სამედიცინო შტაბთან, იწერებოდა რომ იყო უკმაყოფილო მათი მუშაობით.

9

21 ოქტომბერი 2020 18:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისე ეს დიუპონი რაც მოვიდა ნახევარი გუნდი ლაზარეთშია ბლად
რამე შედეგი მაინც იყოს ...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)