ზიდანი:,,რამოსმა ვერ ივარჯიშა"

ზინედინ ზიდანმა „შახტართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ეს იქნება პირველი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, რომელსაც „დი სტეფანოზე“ გავმართავ. ვფიქრობ, მოგება გვმართებს და ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“

„პრობლემები არსებობს, მაგრამ ვმუშაობთ, რომ ყველაფერი მოგვარდეს. „კადისთან“ თამაშის მერე დიდი კრიტიკა დავატყდა თავს, თუმცა ეს ბუნებრივია.“

„შარშანდელი მარცხი „მალიორკასთან“? ვერ გეტყვით, რომ ახლა პარალელებს ვავლებ. სიმართლე ის არის, რომ მიმდინარე სეზონში უკვე 2 მატჩში დავკარგეთ ქულები, რაც თავისთავად ძალიან ცუდია. ვეცდებით, შედეგები გამოვასწოროთ და უკეთესი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენოთ ქომაგებს.“

„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის ფავორიტია და თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, მე შეწინააღმდეგებას არ ვაპირებ. ჩვენი გუნდის მიზანი ყოველთვის არის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და წარმატების მიღწევა.“

„აზარს ძალიან მალე ვიხილავთ, ის მწვანე მინდორზე ვარჯიშობს და მალე სრულად მზად იქნება. ბელგიელთან დაკავშირებით რისკს აღარ გავწევთ.“

„ისკოს და მარსელოს კრიტიკა მიუღებელია. ჩვენ ყველა ერთ გემში ვსხედვართ, ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით.“

„უკან არასდროს ვიხევ. მიყვარს ტემპიანი ფეხბურთი, თანამედროვები ტენდენციები კი სწორედ ამას გვკარნახობს.“

„სერხიო რამოსმა ნორმალურად ვერ ივარჯიშა, ამიტომ სესიიდან მოვხსენი. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომესპანელი მზად არ არის.“

„ისკოს კლასზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მას კრიტიკოსებიც ჰყავს, მაგრამ მერწმუნეთ, ესპანელი ძალიან დიდი ნიჭის მქონე ფიგურაა.“

„გოლების ნაკლებობის მხრივ პრობლემებს მეც თქვენთან ერთად ვხედავ, მაგრამ „ბლანკოსს“ იდეალური გამოსავალი არაერთხელ მოუძებნია.“

„კურტუაც ერთ-ერთი მოთამაშეა, ვის მიმართაც კრიტიკა ისმოდა, მაგრამ ალბათ ხედავთ, რა დონის კარის დარაჯზე გვაქვს საუბარი, მისი ადაპტაცია მალევე დასრულდა და ახლა ბელგიელზე დიდ იმედებს ვამყარებთ.“

„„ელ კლასიკოს“ შემადგენლობაზე“ ჯერ ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან „შახტარზე“ ვფიქრობ, ჩვენი მეტოქე საკმაოდ კონკურენტუნარიანია.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 ოქტომბერი 2020
  • 3437
  • 4

1

20 ოქტომბერი 2020 15:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კურტუა
ლუკასი ედერი რაფა მენდი
კაზე
ფედე კროოსი
ისკო
იოვიჩი მძორი
ამ კამანდით უნდა შევუტიოთ
წაგებით ყველა შემთხვევაში წავაგებთ ხვალ მარა ეს კამანდა იგრას მაინც ითამაშებს
მგონია რო წავაგებთ ხვალ
ორიანი როგორ დავდო რეალის საპირისპიროდ მარა მაინც ვდებ
მაღალი კუში აქვს შახტარს
იმედია ვცდები და გადაუვლის რეალი <3

2

20 ოქტომბერი 2020 16:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დარწმუნებული ვარ ხვალ მოვიგებთ, მარა რამოსის ტრავმა უკვე ძაან გამიტყდა, ფაქტიურად წავაგეთ კლასიკო და ეგაა.

3

20 ოქტომბერი 2020 16:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
ციტატა: KING.
დარწმუნებული ვარ ხვალ მოვიგებთ, მარა რამოსის ტრავმა უკვე ძაან გამიტყდა, ფაქტიურად წავაგეთ კლასიკო და ეგაა.

კლასიკოში მონაწილეობას საფრთხე არ ემუქრება თავს იზღვევენ უბრალოდ

4

20 ოქტომბერი 2020 17:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9014
romel riskze laparakob she qindzo kaci tamashamde igebs amdeni xania ukve tramvas ra aris aba magashi riski chveulebrivi araprofesionali febxurteli rom aris eg? an kide ra tempian fexburtze laparakob saxlshi kadistan ageb da verc utev roca shetevas shetevaze unda aketebda da agunavde tavze yvelafers moxsna mcveli sheagdo forvardi garisko da ase shemdeg es kide ras aketebs ras fokuznikobs. sharshan chvenze uaresi barsas gamo gagvivarda wels mgoni magas atletikoc agar gvapatiebs

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)