ზიდანი:,,მბაპეზე ბევრი საუბარი კორექტული არ არის"

ზინედინ ზიდანმა „კადისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ეროვნული ნაკრებების მატჩები დასრულდა, ახლა საკლუბო დაპირისპირებებზე უნდა გადავერთოთ. ჩემს გუნდში ყველა ჯანმრთელი დაბრუნდა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია.“

„ბორხა მაიორალის განცხადებებზე შეფასებას ვერ გავაკეთებ. ესპანელთან პირადი საუბრები რა თქმა უნდა მქონდა, მაგრამ ეს პრესკონფერენციაზე სასაუბრო არ არის.“

„„რეალი“ მესის 250 მილიონად ყიდულობდა? ნამდვილად არ ვიცი, რა ხდებოდა 2013 წელს ტრანსფერების კუთხით.“

„ზუსტად ვიცი, სად ვარ და რა მოთხოვნებია მადრიდულ გრანდში. ჯამურად „რეალის“ სახელს 20 წელია ვუკავშირდები. მერწმუნეთ, ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ სრულად გაითავისო რეალობა.“

„როდრიგო მრავალმხრივი ფეხბურთელია, მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა მერწმუნეთ, ის სწორ გზას ადგას და კარგად ვითარდება. გოეშისგან ბევრს ვითხოვ და ეს ბუნებრივიცაა.“

„აუდიტორიის გარეშე თამაში სასიამოვნო რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ მატჩის ინტრიგა ამით არ ქრება.“

„იოვიჩისთვის არ მითქვამს, რომ მასზე გათვლას არ ვაკეთებ. ამ ფორმუმილირებით თქვენ მისვამთ შეკითხვას, რაც სწორი არ არის.“

„ოდეგორის თამაშს თვალი მივადევნე, ის ნორვეგიის ნაკრებში შედარებით განსხვავებული იყო, თუმცა პროდუქტიულობის მხრივ არაფერი დაეწუნებოდა, ის გუნდის ლიდერი გახლდათ.“

„როდრიგოს და ვინისიუს ჟუნიორს ერთნაირად ვენდობი, ორივე ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია.“

„სეზონი გრძელი და მატჩებით დახუნძლულია. ვფიქრობ, როტაციის გარეშე კარგ შედეგებს ვერ მივაღწევთ. მსურს, რომ ყველა მოთამაშემ მიიღოს შანსი.“

„როგორც კურტუა, ასევე ანდრეი ლუნინი ყოველთვის 100%-ით მზად უნდა იყვნენ.“

„არ ვფიქრობ, რომ მბაპესთან დაკავშირებით ამდენი საუბარია კორექტულია. დიახ, თუ კილიანი მადრიდისტა გახდება ყველას გაუხარდება, მაგრამ პატივი ვცეთ „პსჟ“-ს და შეთანხმებას, რომელიც ფრანგ წინახაზელსაც და ალ ჰელაიფს შორის არის.“

„მაფასებენ თუ არა სათანადოდ? როდესაც მწვრთნელის პოსტს ვინარჩუნებ, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩემს მიმართ ხელმძღვანელობის ნდობა არსებობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 ოქტომბერი 2020
  • 5160
  • 2

1

16 ოქტომბერი 2020 15:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მგონია კადიზთან ლუნინს, მილიტაოს, იოვიჩს შანსი უნდა მიეცეთ, იოვიჩი უნდა დადგეს და ბენზემა სკამზე, ერთი თამაში მაინც ათამაშოს ბენზემას გარეშე და ვნახოთ რა იქნება. კადისთან არ უნდა გაუჭირდეთ თან დროა დიდი შედეგით მოიგონ.

2

17 ოქტომბერი 2020 11:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
[quote=KING.]მგონია კადიზთან ლუნინს, მილიტაოს, იოვიჩს შანსი უნდა მიეცეთ, იოვიჩი უნდა დადგეს და ბენზემა სკამზე, ერთი თამაში მაინც ათამაშოს ბენზემას გარეშე და ვნახოთ რა იქნება. კადისთან არ უნდა გაუჭირდეთ თან დროა დიდი შედეგით მოიგონ.
მე არ მახსოვს იოვიჩის შესრულებული წარმატებული რაიმე საფეხბურთო ფრაგმენტი. თქვენ?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (168)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)