მბაპესა და ჰოლანდის „რეალში“ ტრანსფერს მადრიდისტების 90% ემხრობა

მადრიდის „რეალის“ ქომაგების აზრით, კლუბში ყველაზე დიდ საჭიროებას თავდასხმის ხაზის გაძლიერება წარმოადგენს. მადრიდელი ქომაგები გამოკითხვაში ღიად აფიქსირებენ, რომ ფლორენტინო პერესმა აქცენტი კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე უნდა გააკეთოს.


მხოლოდ 10% თვლის, რომ ახლა არსებული რესურსი საკმარისია და გუნდმა მომავალზე უნდა გააკეთოს აქცენტი. გარკვეული ჯგუფის აზრით, ვინისიუსი და როდრიგო სულ მალე ტოპ ვარსკვლავები იქნებიან და კლუბს ასტრონომიული თანხების გაღება ტრანსფერებში აღარ მოუწევს.

90%-ის აზრით ჰოლანდი და მბაპე გუნდში გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს და ზიდანის კოლექტივი კვლავ საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს.

ესპანურმა გამოცემებმა ასევე სხვა ფორმულირების კითხვაც დასვეს, რომელიც მბაპესა და ჰოლანდს შორის არჩევანს ითვალისწინებდა. 2-იდან მხოლოდ 1-ის შემთხვევაში მადრიდისტების 59% მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი მბაპეს უნდა მიენიჭოს, 41%-ის აზრით კი მთავარი ტრანსფერი ჰოლანდის იქნება.

საინტერესოა ქართველი მადრიდისტების აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რომელი უფრო პრიორიტეტულია - მბაპე თუ ჰოლანდი? dle 10.1

  • Ramos
  • 14 ოქტომბერი 2020
  • 773
  • 1

1

14 ოქტომბერი 2020 13:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1813
მარტო მბაპე დიდს ვერაფერს იზავს
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (154)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)