ზიდანისა და პოგბას 5 წლიანი სიყვარულის ისტორია

ჟურნალისტების წინაშე პოლ პოგბამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა „რეალის“ რიგებში.


დაახლოებით 5 წელია, რაც ფრანგ ნახევარმცველს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბურთაობას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა, როგორც ვიცით, ის კვლავ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავს: „დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა სამეფო კლუბის ღირსების დაცვა.არც მე წარმოვადგენ გამონაკლისს და ვინ იცის, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი რეალობად იქცეს?!“ - დასძინა პოლმა განვლილ კვირაში.

მას შემდეგ, რაც „წითელმა ეშმაკებმა“ შუახაზელის შესაძლებლობები 114 მილიონ ევროდ შეაფასეს, მადრიდელებმა უკან დახევა ამჯობინეს.ცნობილია, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით, თავად ზიდანიც აქტიურად იყო ჩართული პროცესებში.ის რამდენჯერმე პირადად შეხვდა თანამემამულეს.ამასთანავე, აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ პოგბას აგენტი მინო რაიოლა და „რეალის“ გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი, თუმცა არაფერი გამოვიდა.

აწ უკვე ჩავლილ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, „თეთრებმა“ საერთოდ უარი თქვეს ახალი ფეხბურთელის დამატებაზე და შესაბამისად, კიდევ ერთხელ თამაშგარეში დარჩა 27 წლის ფეხბურთელი, რომლის გადაბირების იმედსაც არ კარგავს ზიდანი.ამის საფუძველს კი ის აძლევს, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი უარს აცხადებს ამჟამინდელ კლუბთან კონტაქტის გახანგრძლივებაზე და მომდევნო ზაფხულს ადგილსამყოფელის შეცვლის დიდი სურვილი აქვს.

MARCA
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)