ზიდანი:„გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მომატება გვმართებს“

ზინედინ ზიდანმა „ვალიადოლიდთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ კარგი თამაში გვქონდა, მაგრამ მეტი გვმართება. ალბათ ზოგიერთი იტყვის, რომ მინიმალური ანგარიშით მოგება მისაღები არ იყო, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მეტოქის კარი რამდენჯერმე გადარჩა. ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა, ერთხელ კი ხარიხას.“

„იოვიჩი შესაძლოა მართლაც წავიდეს, თუმცა ამაზე საუბრის დრო ახლა არ არის. რამდენიმე დღეში სატრანსფერო ფანჯარა დაიკეტება და ყველა ჭორს წერტილი დაესმება.“

„2 თავდამსხმელით თამაში არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი უფრო შეტევითია. მთავარი ხასიათი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაა. პრე-სეზონის ფარგლებში ფაქტობრივად მატჩები არ გაგვიმართავს და ახლა ვცდილობთ საუკეთესო გამოსავალის მოძიებას.“

„ედენ აზარს კუნთების პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ბელგიელი ვერ გვეხმარება. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის.“

„ტიბო კურტუამ რამდენჯერმე გადაგვარჩინა და გადამწყვეტი როლი ითამაშა.“

„ვინისიუსმა გოლის გატანა შეძლო. ცვლილებების შემდეგ გუნდი გააქტიურდა. ბოლო მომენტი? ბრაზილიელს ვუთხარი, რომ ერთ-ერთზე მეტი ყურადღება მართებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 ოქტომბერი 2020
  • 3502
  • 4

1

1 ოქტომბერი 2020 11:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
გუნდი ძაან მძიმედ თამაშობს, ერთი აზარის იმედი მქონდა და ვინ დაწყევლა ასე, რაც კარიერაში ტრავმა არ მიუღია ეხლა მიიღო ყველაფერი! ეს უინტელექტო ვინისიუსი კიდე არაა რეალის დონის და ჰე, იოვიჩი არ იყო ცუდი მაგრამ ორი ფორვარდით ვერ თამაშობს ეს რეალი ფაქტია, ფლანგების გარეშე დღეს ფეხბურთი წარმოუდგენელია, ბენზემას კიდე არავინ დასვამს სკამზე, ისკო საშინელია არამარტო გუშინ, მთელი 2-3 წელია ეგრეა და ჯობია ოდეგაარს მიეცეს ეგ დრო ვიდრე მაგას, ზოგადად ვიცოდი შარშანდელზე მძიმე სეზონი გამოვა, ეს არაა ის ფილტრაცია რაც რეალში უნდა მომხდარიყო, კიდევ ძაან ბევრია წასასვლელი და ბევრი მოსაყვანი, თორე რაც არ უნდა ვიძახოთ ლეგენდები და კლასით სავსეები არიანო იგივე მოდრიჩი მარსელო ბენზემაც ასკთან ერთად სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და მომენტის სწრაფად შეფასების უნარი ეკარგებათ ნელნელა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ეგრეა! და ბოლოს არ ვიცი რას დავაბრალო, ყველაზე დიდი დამცველი და მადლიერი მე ვარ ზიზუსი მაგრამ გარდეან რაც ჩანს ეგაა, შიდა სამზარეულოში ვერც გავიგებთ ვერაფერს, გუნდს ჯერჯერობით არ ეტყობა არანაირი ტაქტიკა, შეიძლება ფეხბურთელები ვერ უსრულებენ მაგრამ როგორ გინდა ამათზე რო თქვა ვერ უსრულებენო, არ ვიცი ალბათ ფორმაში შესვლა ჭირდებათ, ვნახოთ დრო გვიჩვენებს, ყველაზე დიდი იმედის ნაპერწკალი თუ რამეა ამ სეზონში ფორმაში მყოფის ჯანმრთელი აზარის დაბრუნებაა რაც არ გვეღირსა ჯერჯერობით, ტიპი მეორე წელია რეალშია და კლასიკოში ვერ ითამაშა, იმედია მოვა მალე

2

1 ოქტომბერი 2020 15:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იოვიჩი კიარა შენ წადი ბლიად

3

1 ოქტომბერი 2020 16:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იოვიჩი გაუშვი ხო, მთავარია ბენზემა ზონებს ხსნის, რამოდენიმე მადრიდისტაც შესავით ფიქრობს რომ გოლის გატანა არაა აუცილებელი მთავარია ბენზემა იყოს მოედანზე და თასები დაცვივა. რა მაინტერესწბს იცით ზიდანის დონის ფეხბურთელს ნუთუ მართლა მოწონს რეალის თამაში? მართლა მარტო მოგება ხომ არაა მთავარი რაღაც სიამოვნებაც უნდა მიიღო რეალი ხარ ბოლო.

4

2 ოქტომბერი 2020 08:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Joker100
იოვიჩი გაუშვი ხო, მთავარია ბენზემა ზონებს ხსნის, რამოდენიმე მადრიდისტაც შესავით ფიქრობს რომ გოლის გატანა არაა აუცილებელი მთავარია ბენზემა იყოს მოედანზე და თასები დაცვივა. რა მაინტერესწბს იცით ზიდანის დონის ფეხბურთელს ნუთუ მართლა მოწონს რეალის თამაში? მართლა მარტო მოგება ხომ არაა მთავარი რაღაც სიამოვნებაც უნდა მიიღო რეალი ხარ ბოლო.

ასეთი ფეხბურთი ვის უნდა მოსწონდეს. მაგ საქმეს ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელის სწრაფი დიდი პროგრესი სჭირდება. ვალვერდეს და ვინისგან ეს შესაძლებელია. საერთოდ ამ ვინის წვრთნის ვინმე თუ თავისთვის დარბის როგორც უნდა. ამ მხრივ ზიდანის როლი რაღაც მოიკოჭლებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)