ზიდანი:„ტრანსფერები აღარ იქნება, ამ გუნდით ვეცდებით წარმატების მიღწევას“

ზინედინ ზიდანმა „ბეტისთან“ ურთულესი მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მეტოქე საკმაოდ რთული იყო და რა თქმა უნდა მძიმე მატჩს ველოდი. პელეგრინის კოლექტივმა გასულ 2 ტურში 6 ქულას მოუყარა თავი და ჩვენც საშინაო არენაზე მიგვიღო. განვითარებას ვაპირებთ და ვიცით, რომ სამუშაო ძალიან ბევრია. მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში და გვჯერა, რომ ასეთი მატჩების მოგებით ძალებს კიდევ უფრო ვირწმუნებთ.“

„მეორე ტაიმში „რეალი“ მეტოქეზე ბევრად მაღლა იდგა. ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და დამსახურებული 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ეს მართლაც მნიშვნელოვანი დაპირისპირება იყო.“

„განწყობის ფაქტორმა ბევრი რამ გადაწყვიტა. როდესაც შემართებით თამაშობ, წარმატების შანსი ნამდვილად გაქვს. მეტოქემ 2 გოლი დროის მცირე მონაკვეთში გაიტანა, „რეალი“ კი მთელი მატჩის განმავლობაში არ ნებდებოდა.“

„პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ბევრი ვისაუბრეთ. ფეხბურთელებს ავუხსენი, რომ ორმაგი ძალებით უნდა ეასპარეზათ.“

„ლუკა იოვიჩმა მეტოქე 10 კაცით დატოვა. სერბს მომატება მართებს, თუმცა გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.“

„კურტუას გამოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ბელგიელმა კიპერმა რამდენიმე მომენტში აშკარა გოლს გადაგვარჩინა. ტიბო შესანიშნავი და საიმედო კარის დარაჯია.“

„ტრანსფერებზე საბოლოო განცხადებას ვაკეთებ. მე მყავს კარგი გუნდი და ვეცდები, რომ კარგი სეზონი გამოგვივიდეს, ჩვენ ახალ მოთამაშეებზე აღარ ვფიქრობთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 სექტემბერი 2020
  • 4600
  • 1

1

28 სექტემბერი 2020 08:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისეთი ტრანსფერები გააკეთა რომ ჯობია ჯერ კარგად დაფიქრდეს სანამ ახალს გააკეთებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)