ზიდანი:„4 ოქტომბრამდე თავდამსხმელის დამატებას არ გამოვრიცხავ“

ზინედინ ზიდანმა „ბეტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„მანუელ პელეგრინი საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია. ჩილელი სპეციალისტის განკარგულებაში მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ეცდებიან, რომ საშინაო არენაზე მაქსიმალური პრობლემები შეგვიქმნან. ჩვენი მიზანი მხოლოდ 3 ქულის მოპოვება იქნება.“

„„ბარსელონაში“ ქაოსია? მე ვერ ვიტყვი რა ხდება კატალონიაში, ვინაიდან არ ვიცნობ იქაურობას. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კუმანს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავს, რომელიც ყველა ტურნირის მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებს.“

„იოვიჩის და ბენზემას ერთად თამაში? ეს თავისუფლად შესაძლებელია. წინ ბევრი მატჩი გვაქვს, სადაც არჩევანის საშუალება მოგვეცემა.“

„აზართან დაკავშირებით სიახლე ის არის, რომ ბელგიელს დისკომფორტი არ აქვს. ვფიქრობ, ედენი კიდევ მოუმატებს და ეცდება პროდუქტიული იყოს. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ანდალუსიური კლუბის წინააღმდეგ.“

„ოდეგორი ძალიან ნიჭიერია. ნორვეგიელ ფეხბურთელს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა. მარტინმა რამდენიმე ჩემპიონატი მოიარა, ის ფიზიკური თვალსაზირისით საკმაოდ ძლიერია და ვთვლი, რომ ბევრს მიაღწევს.“

„ფინანსებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციას გაჟღერება არ მსურს, ეს არის კლუბის საქმე და არა მედიის.“

„4 ოქტომბერს სატრანსფერო ფანჯარა იხურება, მანამდე ტრანსფერს არ გამოვრციხავ. შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.“

„ყველა ფეხბურთელს კარგად ვამზადებ და ვცდილობ, მათგან მაქსიმუმი მივიღო. კაზემირო ძალიან საჭირო ფიგურაა, მისი შეცვლა ურთულეს ამოცანას წარმოადგენს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ვარიაციები შესაძლებელია.“

„გარეთ ბეილის სიტყვები? მას ვუპასუხებდი, რომ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ახალ კლუბში.“

„„9“-იანის დამატება? სავსებით შესაძლებელია.“

„ასენსიოს შესახებ ყველაფერი კარგის თქმა შემიძლია, ესპანელი ოპტიმალურ კონდიციას უახლოვდება.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 25 სექტემბერი 2020
  • 4288
  • 1

1

25 სექტემბერი 2020 16:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 118
აუ ეს აზარი ძაან მაბრაზებს უკვე რა როდის უნდა შეეთრიოს განაცხადში რა ინვალიდია ბიჭო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)