„ლივერპული“ მბაპესთვის ბრძოლაში „რეალს“ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს

მერსისაიდული „ლივერპული“ 2021 წლის ზაფხულისთვის სერიოზულად ემზადება. იურგენ კლოპს სურს, რომ კილიან მბაპე პრემიერლიგაში გადასვლასი დაარწმუნოს.


ესპანური და ბრიტანული წყაროების ცნობით, „მერსისაიდელები“ მთელ რესურსს მბაპეს ტრანსფერს მოახმარენ. ლივერპულში თვლიან, რომ კილიანის დამატების შემთხვევაში წლების მანძილზე იდგებიან მოწოდების სიმაღლეზე და იმ გზას არ გადაუხვევენ, რომელზეც ახლა დგანან.

„ლივერპული“ შესანიშნავ ფორმაშია, ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს და კვლავ ყველა ტურნირის მოგებაზე აცხადებს პრეტენზიას, რომელშიც მონაწილეობას იღებს.

„მარკას“ ინფორმაციით, „რეალის“ მთავარი უპირატესობა თავად მბაპეს სურვილია, რომელიც მხოლოდ მადრიდს უკავშირდება და არა პრემიერლიგას.

ყოველივე აღნიშნული „ლივერპულში“ კარგად ესმით, სწორედ ამიტომ თავად ფეხბურთელს არნახულ წინადადებას შესთავაზებემ, „პსჟ“-ს მოხიბვლას კი არამხოლოდ თანხით, არამედ დამატებით ფეხბურთელებითაც შეეცდებიან. არ არის გამორიცხული, 2021 წლის ზაფხულში სადიო მანე პარიზული კლუბის რიგებში ვიხილოთ, რომელსაც საკმაოდ დიდი თანხაც დაემატება.

როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესის ამოცანები რთულდება, მაგრამ მადრიდში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და თვლიან, რომ თუ მბაპე კლუბს შეიცვლის, მისი ახალ მაისურზე „რეალის“ ლოგო იქნება გამოსახული და არა სხვა რომელიმე კლუბის. dle 10.1

  • Ramos
  • 24 სექტემბერი 2020
  • 937
  • 1

1

24 სექტემბერი 2020 14:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
თუ ასე გააგრძელა ზიზუმ, რეალში მბაპე კი არა , რეგილონები და სებალიოსები თავის მარიანოებით აღარ დაბრუნდებიან და დავრჩებით მარვინი, არიბასი, კუტუციუსი, მენდი, ბენზემა და კარში ზიზუს ბიჭი. wink

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)