მოდრიჩის კონტრაქტი კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება?

ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩის „რეალში“ დარჩენა მომდევნო სეზონში გადაწყვეტილია, მაგრამ სიახლეებია ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით....


დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს ლუკიტას თანამშრომლობა 2022 წლამდე სურს, მისი ხელშეკრულება კი 2021 წელს იწურება.

Defensacentral-ის ცნობით, მომდევნო სეზონის მიწურულს ხორვატი ფეხბურთელი ფლორენტინო პერესს შეხვდება, ახალი კონტრაქტის პირობებს მოისმენს და თავად გადაწყვეტს დარჩეს მადრიდში, თუ გაემგზავროს სხვა გუნდში.

„ბლანკოსი“ მოდრიჩს დამატებით 1 წელს შესთავაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, მოდრიჩი „ბლანკოსში“ 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება და კლუბში 10 წლიანი კარიერა გამოუვა.

ზემოაღნიშნული წყარო ასევე იტყობინება, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმ თამაშის ხარისხს, რომელსაც ნახევარმცველი მომდევნო სეზონი კლუბის ხელმძღვანელობას აჩვენებს, თუმცა იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ მოდრიჩი მოწოდების სიმაღლეზე იდგება.

კორონავირუსული პანდემიის გამო სეზონის შეწყვეტამდე გუნდის ფიზ.მომზადების სპეციალისტი, გრეგორი დიუპონი აცხადებდა, რომ ლუკა ფიზიკური თვალსაზრისით კლუბში ერთ-ერთი მოწინავე ფეხბურთელია და მას ისეთი შესაძლებლობები აქვს, როგორც 27-28 წლის მოთამაშეებს, ამიტომ ასაკობრივი ფაქტორი ამ შემთხვევაში დიდ როლს არ ითამაშებს. dle 10.1

  • Hala
  • 29 აგვისტო 2020
  • 1049
  • 4

1

30 აგვისტო 2020 00:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 387
🔥 ვან დე ბეეკი მანჩესტერის ფეხბურთელია

✍️ Fabrizio Romano

ბარსელონას რაც შეეხება უფარჩაკესი გახდება მესი წავიდა სიტიშ უკვე, ოფიციალური დარჩა. ადრე რაც იყო იქ იქნება

2

30 აგვისტო 2020 09:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 305
ციტატა: BLACK MAMBA
🔥 ვან დე ბეეკი მანჩესტერის ფეხბურთელია

✍️ Fabrizio Romano

ბარსელონას რაც შეეხება უფარჩაკესი გახდება მესი წავიდა სიტიშ უკვე, ოფიციალური დარჩა. ადრე რაც იყო იქ იქნება

დარხეული აქვს ბარსელონას🎆

3

30 აგვისტო 2020 12:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: BLACK MAMBA
🔥 ვან დე ბეეკი მანჩესტერის ფეხბურთელია

✍️ Fabrizio Romano

ბარსელონას რაც შეეხება უფარჩაკესი გახდება მესი წავიდა სიტიშ უკვე, ოფიციალური დარჩა. ადრე რაც იყო იქ იქნება

Adre ar ubagunebdnen tu ronaldinho dagaviwyda

4

30 აგვისტო 2020 13:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 775
რატო გიხარიათ ვერვხვდები ვაფშე არმინდა მესის წასვლა მე პირადად თან აშკარად ლალიგაზე ძაან იმოქმედებს ჯერ ნეიმარი მერე რონალდო ახლა თუ მესი და სუარესიც გაუშვეს და უნდა უყურო მერე მემფის დეპაიებს კლასიკოში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)