რეინიერი:„მიხარია, რომ კაკას მადარებენ, მაგრამ მე საკუთარ სტილს შევქმნი“

რეინიერ ჟესუსი „დორტმუნდში“ ინტენსიურ რეჟიმში ვარჯიშობს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...


„სიმართლე გითხრათ, მადრიდში სხვა გეგმებით ჩავედი, მაგრამ პანდემიამ სიტუაცია ძალიან გაართულა. იმის ნაცვლად, რომ საწვრთნელ ბაზაზე ვყოფილიყავი, სახლში ყოფნა და ტრენაჟორებით ვარჯიში გახდა ჩემი დღის გეგმის ნაწილი, რაც თავისთავად სამწუხარო იყო.“

„ზიდანს ვესაუბრე, ჩვენ ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და საბოლოო დასკვნამდე მივედით. „ბორუსია“ იდეალური ვარიანტი იყო. გერმანიაში 2 წელიწადს გავატარებ და ვეცდები, რომ ამ კლუბში ფეხი მოვიკიდო.“

„2022 წელს სამეფო კლუბში დავბრუნდები და შემდეგ დიდი ალბათობით აღარსად წავალ.“

„რიკარდო კაკა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი იყო. ჩემთვის საამაყოა, როდესაც მას მადარებენ, მაგრამ მე საკუთარ სტილს შევქმნი და ვიქნები რეინიერი.“

„მიყვარს შეტევა. არასდროს მიფიქრია დაცვაზე ან უკან თამაშზე, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ყოველთვის ყველაფერი უნდა გააკეთო და ყველა წერტილში ბოლომდე იბრძოლო.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 აგვისტო 2020
  • 1068
  • 2

1

27 აგვისტო 2020 15:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
black mamba 2-0 თუ თრევად აღიქვავ ნეტა 5-0 6-2 4-0 რა გამოდის აბა მითქალი დდდდ

2

27 აგვისტო 2020 15:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
8-2 მესის ეპოქაში იყო... სულ ახლაზან... თუ მაინდამაინც რეალი 11-1... (მოდი ნუ ავყვებით ერთმანეთს ჯობია ვიმსჯელოთ ჯიგრულად როგორც ქართველ ადამიანს შეშვენის... შეწყვიტეთ ერთმანეთის გაგიზიანება მადრინელია თუ ბარსელონის ფანი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ინდივიდია ადამიანი და ყველას თავისი აზრი არ... ფანი იმას ქვია რომ თავის გუნდს ბოლომდე დაიცავს... უბრალოს კორეკტულობა და ზრდილობაა საჭირო) არავის შეურაწყოფას არ ვაყენებ - უბრალოდ ჩემი ადამიანი სურვილია რომ აქ შემოსვლა ყველასთვის სასიხარულო იყოს... ბოლო-ბოლო პატარა ბიჭები შემოდიან და მარტო გინებას და ლანძღვას უყურებენ... სირცხვილია და მეტი არაფერი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)