კარვახალი:„კარიერის დასრულება „რეალში“ მსურს, აქ ჩემი სახლია“

დანი კარვახალი არის მარჯვენა მცველი, რომელსაც კონკურენციას ვერავინ უწევს. 2013 წლიდან მოყოლებული, ის „ბლანკოსის“ უცვლელი წევრია...


ევროპის გრანდები მარჯვენა მცველებზე ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ, იგივე „ბარსელონას“, „პსჟ“-ს, „სიტის“, „ბაიერნს“, „ჩელსის“, „იუნაიტედს“ და სხვებს უდიდესი თანხები აქვთ გაღებული მოთამაშეებისთვის, რომლებიც მარჯვენა ფლანგს ჩაიბარებდნენ. ზოგიერთმა გაამართლა, ზოგიერთმაც ვერა.

კარვახალი „ბლანკოსის“ იმედია, ის „ლევერკუზენიდან“ დაბრუნების შემდეგ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე დგას.

„ჩემთვის მადრიდის „რეალში“ თამაში დიდი ბედნიერებაა. აქ ყოველთვის დიდ კონკურენციასთან გაქვს საქმე, მაგრამ როდესაც მონდომება გაქვს და საქმეს პროფესიონალურად უდგები, ყველაფერი გამოდის.“

„ყველაზე ცუდი დრო მაშინ დადგა, როდესაც რამდენიმე თვე გამოვტოვე და არ ვიცოდი, როდის შევძლებდი მოედანზე დაბრუნებას. გულთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდა, მალევე დავიწყე ვარჯიში და შევუერთდი კოლექტივს. ის გრძნობები ახლაც მახსოვს. სჯობს მიიღო მძიმე ტრავმა და იცოდე რამდენ თვეში დაბრუნდები, ვიდრე გაურკვეველი ვადით ჩამოშორდე მინდორს.“

„„რეალი“ ჩემი სახლია და კარიერის დასრულება მადრიდში მსურს. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და როდესაც გახანგრძლივების დრო მოვა, დაუფიქრებლად მოვაწერ ხელს ახალ ხელშეკრულებას.“

„ბავშვობიდან მადრიდის ღირსებას ვიცავ, ვიცი ბავშვების ფსიქოლოგია, რომლებიც ოცნებობენ თეთრი მაისურის მორგებაზე. „ბლანკოსი“ მხოლოდ საფეხბურთო კლუბზე ბევრად მეტია. ყველას მოვუწოდებ, ბევრი იმუშავონ და ოცნება აუცილებლად აუხდებათ.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 აგვისტო 2020
  • 751
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)