ხამეს როდრიგესის და ბეილის ფასი რეკორდულად მცირდება

ხამეს როდრიგესი და გარეთ ბეილი - მსოფლიო ფეხბურთის ორი ვარსკვლავი. ალბათ ხმაურიანი არ იქნება, თუ მათ მსგავს შეფასებას მივცემთ.


უელსურ-კოლუმბიური დუეტი „რეალში“ აბსოლუტურად ვეღარაფერს ახერხებს. ზინედინ ზიდანი არც ხამესს ენდობა და არც ბეილს, ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ფეხბურთელების ფასები რეკორდულად მცირდება.

ბეილის ფასი სულ რაღაც 2 წლის წინ 90 მილიონი ევრო იყო, დღეს კი მოთამაშის გაყიდვა 30 მილიონ ევროდაც ვეღარ ხერხდება, ვინაიდან ხელფასი, რომელიც მას „რეალში“ აქვს, ყველა მსურველს კლუბს ასტრონომიულად ეჩვენება.

რაც შეეხება ხამეს როდრიგესს. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა „ბაიერნში“ იჯარით წასვლის შემდეგ აბსოლუტური რეგრესი განიცადა და „ბლანკოსი“ მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროსაც ვეღარ იღებს.

ზუსტად 1 წლის წინ, აგვისტოს თვეში „ატლეტიკო“ როდრიგესში 40 მილიონს იხდიდა, მაგრამ პერესმა უშუალო კონკურენტის გაძლიერებაზე უარი თქვა და როდრიგესის ტრანსფერიც ჩაიშალა, დღეს კი ხამესის ფასი კიდევ უფრო შემცირდა.

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ორივე მოთამაშის სანაცვლოდ თუნდაც 50 მილიონის მიღება „ბლანკოსისთვის“ დიდი წარმატება იქნება.

თავის დროზე „ბლანკოსმა“ ბეილის სანაცვლოდ 100, ხოლო ხამესის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღო. dle 10.1

  • Bernabeu
  • 17 აგვისტო 2020
  • 1652
  • 4

1

17 აგვისტო 2020 22:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეჰ. არადა როგორ მჯეროდა რომ ათამაშდებოდა ბეილი... იქ ტრამვები,იქ თავისი ხასიათი და იქამდე მივიდა რომ არავის აღარ უნდა... 30-40 მილიონი რომ გადაიხადონ მაგაში ახლა,უდიდესი წარმატება იქნებოდა :დდ

2

17 აგვისტო 2020 23:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1385
ციტატა: Madridista.
ეჰ. არადა როგორ მჯეროდა რომ ათამაშდებოდა ბეილი... იქ ტრამვები,იქ თავისი ხასიათი და იქამდე მივიდა რომ არავის აღარ უნდა... 30-40 მილიონი რომ გადაიხადონ მაგაში ახლა,უდიდესი წარმატება იქნებოდა :დდ

რაის 30-40 უფასად არავის უნდა

3

17 აგვისტო 2020 23:16

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აპორლა13 რომელი ხარ?

4

17 აგვისტო 2020 23:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 393
არადა რაკარგი მოთამაშეები იყვნენ...ბეილი უძლიერესი ფორვარდი უძლიერესი დარტყმით,მისი სასწაული მაკრატელა და რავი დაუღალავი ცხენივით დარბოდა მარა გაგუჭდა ეს ნაწილობროვ მისი მარა ნაწილობროვ ზიზუს დამსახურებაცაა,რაც შეეხება ხამესს ხამესი ბევრად კარგად თამაშობდა ბაიერნში,ალბათ უკეთესი იქნებოდა თუ არც გამისყიდიდნენ მას რადგან მართლა კარგი ნახევარმცველია და მისი ასე უბრალოდ სკამისთვის გამეტება ნამდვილად არაა სწორი....ზიზუს რომ ორივესთვის შანსი მიეცა და როგორც სხვებს ათამაშებს ესენიც ასევე ეთამაშებინა ალბათ არ ჩავარდებოდნენ ამ მდგომარეობაში მაგრამ მარტო ზიდანსაც ვერ დავაბრალებთ,ალბათ თვითონ ფეხბურთელებმაც ჩაიქნიეს ხელი,არადა როგორი დასანანია ასეთი ორი დიდი ტალანტის დაკარგვა.
-----------------------
CHAMPION13S! HALA MADRID!

"რეალ მადრიდი"-ეს არის გუნდი რომლის გმირებმაც დაწერეს ისტორია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)