გზა მსოფლიო თასამდე

10 მადრიდისტა უერთდება თავიანთ ეროვნულ ნაკრებს.


კასილასი, არბელოა, რამოსი, ალბიოლი, ხაბი ალონსო, იგუაინი, კაკა, პეპე, კრისიტანო რონალდო და ვან დერ ვაარტი უკვე შეუერთდნენ თავიანთ ეროვნულ ნაკრებებს, რათა მოემზადონ მსოფლიო თასისთვის. ისინი მიიღებენ მონაწილეობას, რამოდენიმე მეგობრულ თამაშში.

ესპანეთი

წითლებმა მზადება მუნდიალისთვის 24 მაისს დაიწყეს. კასილასი, არბელოა, რამოსი, ალბიოლი და ხაბი ალონსო თავიანთ გუნდს ლა როზასზე (La Rozas) შეუერთდნენ. მზადება 3 ადგილას ჩატარდება:ესპანეთში, ავსტრიაში და ისევ ესპანეთში.

ესპანეთის განრიგი:

24 მაისი - გუნდი იკრიბება Las Rozas Football City-ში.
28 მაისი - ავსტრიაში ჩასვლა.
29 მაისი - ესპანეთი-საუდის არაბეთი (ინსბრუკი).
3 ივნისი - ესპანეთი-სამხრეთ კორეა (ინსბრუკი).
4 ივნისი - ლა როზასზე დაბრუნება.
7 ივნისი - მურციაში ჩასვლა.
8 ივნისი - ესპანეთი-პოლონეთი (ნუევა კონდომინას სტადიონი).
10 ივნისი - სამხეთ აფრიკისკენ მგზავრობა.

არგენტინა:

იგაუინის ეროვნულმა გუნდმა, მუდიალისთვის მზადება დაიწყო 20 მაისს, არგენტინულ FA-ს სპორტულ მოედანზე. გუნდი სამხრეთ აფრიკაში 28 მაისს ჩავა.

არგენტინის განრიგი:

20 მაისი - გუნდი იკრიბება არგენტინულ FA-ს სპორტულ კომპლექსში.
24 მაისი - არგენტინა-კანადა (ანტონიო ვესპუჩიოს თავისუფლების სტადიონი, 21:30).
28 მაისი - სამხრეთ აფრიკისკენ მგზავობა.
29 მაისი - სამხრეთ აფრიკაში ჩასვლა.

ბრაზილია:

კაკას გუნდი შეიკრიბა 21 მაისს, პარანაენსის ატლეტიკოს სავარჯიშო კომპლექსში. ისინი წავლენ იოჰანესბურგში 5 დღის შემდეგ. გუნდი გაფრინდება ბრაზილიიდან, სადაც ნაკრები გადაეცემა პრეზიდენტ ლულა და სილვას.

ბრაზილიის განრიგი:

21 მაისი - გუნდი იკრიბება პარანეანსის ატლეტიკოს სავარჯიშო კომპლექსში.
26 მაისი - იოჰანესბურგში გადაფრენა, ბრაზილიაში ჩერდება ცოტახნით.
26 მაისი - პრეზიდენტი ლულა და სილვა იღებს გუნდს.

პორტუგალია:

კრისტიანო რონალდო და პეპე არიან პორტუგალიის ნაკრებთან ერთად, რომელიც შეიკრიბა 14 მაისს. გუნდი იოჰანესბურგში 5 ივნისს ჩავა.

პორტუგალიის განრიგი:

14 მაისი - გუნდი იკრიბება კოვილას (Covilha), სავარჯიშო კომპლექსში.
24 მაისი - პორტუგალია-კაპე ვერდე (კოვილას სავარჯიშო კომპლექსი, 20:30).
1 ივნისი - პორტუგალია-კამერუნი (კოვილას სავარჯიშო კომპლექსი, 20:30).
2 ივნისი - ჩასვლა G.D-ს (Grupo Desportivo) ესტორილ პრაიას სავარჯიშო კომპლექსში.
5 ივნისი - იოჰანესბურგში ჩასვლა.
8 ივნისი - პორტუგალია-მოზამბიკა (ვანდერეს სტადიონი, 17:30).

ჰოლანდია:

ვან დერ ვაარტის ეროვნული გუნდი სიფილდში, ტიროლში (ავსტრია), 19-დან 31 მაისამდე გაჩერდება. ისინი შეხვდებიან უნგრეთს მათ ბოლო შეხვედრაში, მსოლფიო თასამდე. ეს შეხვედრა 5 ივნისს გაიმართება.

ჰოლანდიის განრიგი:

19 მაისი - გუნდი იკრიბება სიფილდში, ტიროლში (ავსტრია).
26 მაისი - ჰოლანდია-მექსიკა (ბადენოვას სტადიონი, ფრიბურგი).
1 ივნისი - ჰოლანდია-განა (ფიჯინურდის სტადიონი, როტერდამი).
5 ივნისი - ჰოლანდია-უნგრეთი (ამსერტამის არენა).

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 24 მაი 2010
  • 2257
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)