„რეალმა“ რონალდუს წასვლის შემდეგ 474 მილიონი დახარჯა

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო პოლიტიკა აქტიური იყო, კლუბმა რონალდუს სრულფასოვანი შემცვლელი მაინც ვერ დაიმატა და არაერთი ტრანსფერი სულ ტყუილად განახორციელა...


ფლორენტინო პერესმა 474 მილიონი ევრო დახარჯა, აქედან 115 მილიონი ევრო ედენ აზარზე დაიხარჯა, თუმცა ციფრები და სტატისტიკა ძალიან ცუდია.

ვინისიუსი 45 მილიონი, კურტუა, 35 მილიონი, ოდრიოზოლა 30 მილიონი, მარიანო 21 მილიონი, ბრაჰიმ დიასი 17 მილიონი - ეს ტრანსფერები 2018/19 წლების სეზონის წინ მოხდა.

რაც შეეხება 2019/20 წლების სეზონის წინა ტრანსფერებს - აზარი 115 მილიონი, ლუკა იოვიჩი 60 მილიონი, ედერ მილიტაო 50 მილიონი, ფერლან მენდი 48 მილიონი, როდრიგო გოეში 45 მილიონი.

მიუხედავად იმისა, რომ „რეალმა“ ბოლო ორ წელიწადში თითქმის ნახევარი მილიონი ევრო დახარჯა. გუნდში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული აზრი თავდასხმის გაძლიერების შესახებ, კოლექტივს ასევე არ ჰყავს სერხიო რამოსის რეალური შემცვლელი, კაზემიროს რეალური შემცვლელი და ასე შემდეგ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არაერთი ესპანური გამოცემა წერს, რომ ფლორენტინო პერესი თუ მიმდინარე ზაფხულს არა, 2021-ში ძალიან იაქტიურებს, ვინაიდან იმ დროისთვის მოდრიჩის მადრიდული კარიერაც დიდი ალბათობით დასრულდება, მარსელოსა და რამოსს ასაკი კიდევ უფრო მოემატებათ და გუნდში ბენზემას რეალურ შემცვლელზეც დაიწყება საუბარი.
dle 10.1

  • Hala
  • 12 აგვისტო 2020
  • 1008
  • 1

1

12 აგვისტო 2020 14:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 967
ორ წელში 500 მილიონი და ზოგს რო კითხო რეალი ფულს არ ხარჯავს :D აქედან კი რეალის დონეს მარტო კურტუა აჩვენებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (259)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)