ვარანი:„რამოსის გარეშე რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“

რაფაელ ვარანმა „სიტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„ზუსტად ვიცით, რა დონის გუნდია „სიტი“. პეპ გუარდიოლას კოლექტივმა საშინაო არენაზე დაგვამარცხა და დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.“

„რამოსის გარეშე რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით და მოგება ვეცდებით. კლუბში გვაქვს შესაბამისი რესურსი.“

„ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ამ სეზონში საუკეთესო, თუმცა ვთვლი, რომ მარგი ქმედების კოფიეციენტი საკმაოდ მაღალი მაქვს.“

„დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი რთული მატჩი ჩამიტარებია. მანჩესტერელებთან დაპირისპირება შემდგომი გამოწვევაა, რომელსაც სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ.“

„ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია. გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მივაღწევთ.“

„გულშემატკივრების ფაქტორი? ამას უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გავსებულ ტრიბუნებს მალე ვიხილავთ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 6 აგვისტო 2020
  • 991
  • 2

1

6 აგვისტო 2020 22:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ლუკა იოვიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია რომელიც შეუძლებელს შესაძლებლად ხდის
ლეო მესი
ზიზუ ესეთ კომებს მაინც გადახედე ხოლმე
იმედია სიტისთან მიცემ შანს ლუკასს

2

8 აგვისტო 2020 14:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1182
„ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ამ სეზონში საუკეთესო, თუმცა ვთვლი, რომ მარგი ქმედების კოფიეციენტი საკმაოდ მაღალი მაქვს.“

ისე გუშინ რუსმა კომენტატორმა, ნტვ+ფუტბოლზე თამაშის ბოლოსკენ ასეთ რამ თქვა: სიტის ამ მოგებით რაც პრემიალური ეკუთვნის წესით ვარანს უნდა გადაურიცხონ-ო მე მგონი სამართლიანია, დაიმსახურა ამ კაცმა. იმიტომ რომ, "მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი აქვს" ნეტა ამ წინადადების დამწერს მისი აზრი თუ ესმის. ჰალლლლა მადრიდ.....

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)