ტიტანების ჯახი !

ზინედინ ზიდანი და ხოსეპ გუარდიოლა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც ისე დიდ ასაკში არიან, უამრავი ტიტულის მოგება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ პეპი გაცილებით დიდ გამოცდილებას ფლობს, თუმცა ზიდანის ნაჩვენები შედეგები უბრალოდ საოცარია.


საშუალო სტატისტიკის მიხედვით, ზიდანი ყოველ 19 მატჩში ერთხელ იგებს თასს, ხოლო გუარდიოლა 22 დაპირისპირებაში ერთხელ.

ზიდანის გაწვრთნილი გუნდი მოედანზე 210-ჯერ გავიდა საიდანაც 141 მოიგო, 43 ფრედ დაასრულა, ხოლო 21 წააგო.

ამ მხრივ გუარდიოლას მაჩვენებლები შემდეგნარია - პეპს მთავარი მწვრთნელის რანგში 639 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 472 მოიგო, 93 ფრედ დაასრულა და 74 წააგო. ზიდანის გუნდი თითო მატჩში საშუალოდ 2.4 გოლს იტანს, გუარდიოლასი კი 2.5-ს.

რაც შეეხება ტიტულებს, ზიდანს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე 11 თასი აქვს მოგებული, გუარდიოლას კი 29, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პეპს 8 წლით უფრო მეტი აქვს ნამუშევარი, ვიდრე „რეალის“ თავკაცს.

ამასთანავე ზიდანი ჩემპიონთა ლიგის 3 თასით იწონებს თავს, გუარდიოლას ანგარიშზე კი ჩემპიონთა ლიგის 2 თასი ფიქსირდება.

ფაქტია, რომ საქმე გვაქვს 2 ტიტანთან, რომლებიც ერთმანეთს ინგლისში შეებრძოლებიან, მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა იქნება. dle 10.1

  • Hala
  • 3 აგვისტო 2020
  • 1240
  • 1

1

3 აგვისტო 2020 19:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
გვარდიოლა როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი ზიდანთან ახლოსაც ვერ მივა.ზიდანის ტრუსიკის ფასი არ არის გვარდიოლა.😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)